x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ოჯახური ბედნიერება

imageოჯახური ბედნიერება ეს არის თემა, რომელსაც ყველა იდნივიდუალურად
განიხილავს, იმისდა მიხედვით თუ ვინ რას თვლის იდეალურად, მაგრამ არსებობს დადგენილი
ჭეშმარიტება ოჯახურ თანაცხოვრებასთან მიმართებაში, რომლის ინდივიდუალურობის კონტექსტში
განხილვა, ჩემი აზრით, დაუშვებელია...

„სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევა
.აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.გიყვარდეს უფალი, შენი
ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეკარი მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი
დღეგრძელობა, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას“...


წმ. იოანე ოქროპირი გვარიგებს: „გაექეცი მრუშობას; გახსოვდეს
, რომ როცა მასში ვარდები -ერთდროულად კანონის დამრღვევიც ხდები და საკუთარი სხეულის
მკვლელიც, ამასთანავე თავს ირცხვენ, სულს ტანჯვისთვის ამზადებ, შენს მოდგმასაც პატივს
ხდი და ღმერთსაც არისხებ.“ ხოლო „ თუ ქმარსა და ცოლს შორის არსებობს ერთსულოვნება
, მშვიდობა და სიყვარულის კავშირი-მაშინ მათკენ მოედინება ყველა სიკეთე...ეს კიდე უფრო
ამრავლებს მათ სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეს“ ერთ -ერთი ცნობილი ქართველი განმანათლებელი
, მღვდელმსახური ნესტორ ყუბანეიშვილი წერს: „ვინც ცოლ-ქმრულ კავშირს ღალატობს -მძიმე
ცოდვაში ვარდება . ის პასუხისმგებელია თავისი სულის, ხორცის და სინდისის წინაშე, ასევე
თავისი მეუღლის, საზოგადოებისა და ღმერთის წინაშე- რადგან თავისი ბოროტი ქმედებით ვნებს
საკუთარ ხორცს, ღალატობს მეუღლეს, საცდურს უვლენს საზოგადოებას“.
image


ყველაზე მთავარი ოჯახური ბედნიერებისთვის მყარი სიყვარულია,
საწყის ეტაპზევე ღრმად გაცნობიერება იმის რომ ეს ნამდვილია და რომ ვნების გავლასთან
ერთად არ დაიკარგება. ასევე მთავარია პატივისცემა ქალს და მამაკაც შორის, რომლებიც
შეუდგებიან ოჯახურ ცხოვრებას, რაგდან სწორედ მათმა ურთიერთობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად
ჯანსაღი მომავალი ეყოლება, როგორც კონკრეტულად მათ ოჯახს, ასევე საზოგადოებასაც.
image


მოციქული ქმრებს შეაგონებს: „გიყვარდეთ თქვენი ცოლები
და ნუ იქნებით მათ მიმართ სასტიკნი“. ხოლო ცოლებს მოძღვრავს: „ცოლები დაემორჩილონ თავიანთ
ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ემორჩილებიან სიტყვას (ღმრთისა), თავიანთი ცოლების ცხოვრებით
იქნენ სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღვთისმოშიშ ცხოვრებას. დაე, თქვენი
სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქრპს სამკაული, არა ამოსის მორთულობა
და მოკაზმულობა, არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც
ყველაზე ღმერთის წინაშე“.


ყველაზე მთავარი
ოჯახის ეკლესიური ცხოვრებაა, მათი სიახლოვე ტაძართან, მით უფრო, როცა უფალი იესო ქრისტე, წმინდა
წერილში, თავის თავზე ლაპარაკობს, როგორც სიძეზე, ხოლო ეკლესია გამოხატულია მისი ცოლისა
და რძლის სახით. სწორედ ამიტომ იოანე ოქრპირი ოჯახს „მცირე ეკლესიად მოიხსენიებს“...

image




4
89
10-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
89
  
2013, 12 დეკემბერი, 19:46
გაიხარე,მადლობა დიდი
2013, 12 დეკემბერი, 19:22
არაჩვეულებრივი სტატიაა ნანა.
2013, 12 დეკემბერი, 19:10
მადლობა... ჩემო
2013, 12 დეკემბერი, 19:10
უკარგესი გოგო ხარ
0 1 4