x
image
ლეელ
ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა

image ქართველები ოდითგანვე მივდევთ მეღვინეობას. ქართველი კაცისთვის ღვინით სავსე მარანი მუდამ იყო და არის საამაყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც დღესაც აქტუალურია, ესაა ღვინის თიხის ქვევრში დაყენება.

2013 წლის 4 დეკემბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ღვინის ქვევრში დამზადება. სპეციალისტების შეფასებით, ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ესაა ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი ღვინის მომზადების და აღიარებულია მეღვინეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად.

0
29
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0