x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509043
ჭიქებში განსახიერებული 7 მომაკვდინებელი ცოდვა
image

მოგეხსენებათ, კათოლიკური ეკლესიისთვის არსებობს 7 სულიერად მომაკვდინებელი, ანუ განსაკუთრებით მძიმე ცოდვა, რომლებიც სხვა ცოდვების საწყისია. ესენია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არაერთხელ იქცა ხელოვნების სხვადასხვა დარგში შესრულებული ნიმუშების მთავარ თემად. ამჯერად წარმოგიდგენთ ლონდონელი დიზაინერის, კასპერ ჰამილტონის საკმაოდ ორიგინალურ პროექტს, რომლის ფარგლებში თითოეული ცოდვა განსახიერებულ იქნა ჭიქის დიზაინში. პროექტის არსი შემდგომში მდგომარეობს: ზუსტად ისე, როგორც ჩამოთვლილი ცოდვები უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში, ასევე უშლის შესაბამისი ცოდვის ფორმის მქონე ჭიქა ხელს მასში ჩასხმული სითხის დალევაში.


image


1. მრისხანება



imageimage


მრისხანება ხშირად უფრო მეტად აზარალებს მას, ვინც ამ გრძნობას განიცდის, ვიდრე ამ გრძნობის ობიექტს. ასევეა ჭიქის დიზაინი: წაწვეტებულმა კიდემ შეიძლება პატრონი გაკაწროს.



2. სიძვა


imageimage


ამ ჭიქიდან დალევა საკმაოდ რთულია. ენით დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ გაწიო ბურთულა, რომელიც ჭურჭლის ფსკერზე მდებარეობს.


3. ამპარტავნება


imageimage


სიამაყემ იმდენად აამაღლა ჭიქის გვერდები, რომ დალევა ძალიან ძნელი გახდა: ღვინოს აუცილებლად გადაიღვრი. ასეა ადამიანებშიც: ზედმეტად ამპარტავან ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ძნელია და ამით თავადვე ზარალდება.


4. ანგარება


imageimage


ამ ჭიქას უამრავი გამონაზარდი აქვს, რის გამოც, მართალია, ჩვეულბრივთან შედარებით მეტი ღვინო ეტევა, მაგრამ დალევა კი ძალიან რთულია მათი მოღუნული ფორმის გამო. ღვინო აუცილებლად გადმოგესხმებად სახესა და პერანგზე.



5. შური


imageimage


ეს ჭიქა ნახვრეტებით არის დაფარული. მხოლოდ ძირზე თუ დაასხამ და იქიდანაც, დალევის დროს ნახევარი დაიღვრება. საბოლოოდ, შეგშურდება იმისი, ვისაც ნორმალური ჭიქა ხვდა წილად.


6. უქნარობა


imageimage


ეს ჭიქა აუცილებლად სხვამ უნდა დაუკავოს ადამიანს და წვეთ-წვეთად ასვას მასში მოთავსებული ღვინო. უქნარობა ერთი მხრივ საშუალებას გაძლევს მოსვენებული და უსაქმური იყო, მეორე მხრივ კი სხვაზე დამოკიდებულს გხდის. ასევეა ეს ჭიქაც, დამოკიდებული ხარ მასზე, ვისაც იგი უჭირავს.


7. ნაყროვანება


imageimage


ამ ჭიქიდან ყველაზე ადვილია დალევა, ღვინოც ჩვეულებრივთან შედარებით მეტი ჩადის. მაგრამ შესახედავად ძალიან უშნოა, ისევე, როგორც ეს გრძნობა.

2
626
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
626
  
2013, 10 დეკემბერი, 15:23
ძალიან საინტერესო პროექტია...
2013, 10 დეკემბერი, 13:13
შთამბეჭდავი და საინტერესო სტატიაა.ძალიან მომეწონა:))
0 1 2