x
image
ლილი მიროტაძე
მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ცნობილია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა და ევრომაიდანზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზეც მივიდა. სააკაშვილმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციის მხარდასაჭერი სიტყვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.

image

სააკაშვილს ევრომაიდანზე გამოსვლის დროს თან ახლდა ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ კლიჩკო. აქციაზე უკრაინულ და ევროკავშირის დროშებთან ერთად საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებიც ფრიალებდა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამჟამად სააკაშვილი მოლდოვაში იმყოფება. ეს ფაქტი სააკაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დადასტურდა.image სააკაშვილის საპატივსაცემოდ მოლდოვაში


მოლდოვის ყოფილმა და მოქმედმა პრემიერ მინისტრებმა ვახშამი გამართეს, რომელზეც ქართველი სტუმრის პატივისცემის ნიშნად ქართული სიმღერები ჟღერდა.

0
732
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
732
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0