x
image
saba_
პოლ უოლქერის საიდუმლო

image პრესა უოლქერის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც მედია იუწყებია მსახიობის გარდაცვალების შემდეგ საიუველირო სალონის გამყიდველმა მისი საიდუმლო გაამხილა. საქმე ის გახლავთ, რომ 2004 წელს, ამერიკის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საქორწინო ბეჭდის შესაძენად კაილ და ქრისტიან აპხემები შევიდნენ. მათ იქ საჩუქრის შესაძენად შესული პოლ უოქერი დახვდათ. პოლმა შეამჩნია, რომ წყვილი სალონიდან შენაძენის გარეშე გავიდა, რადგან იმ ბეჭდის შესაძენად, რომელიც საპატარძლოს მოეწონა, თანხა არ ეყოთ. საღამოს აპხემების სახლში ტელეფონმა დარეკა. მათ საიუველირო სალონიდან აცნობეს, რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, რადგან მათ სახელზე ნივთი იყო დატოვებული. წყვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ 9000 დოლარად ღირებული ბეჭედი, უცხო ადამიანმა მათთვის შეიძინა. გამყიდველმა, მისივე თხოვნით, ნივთის შემძენის ვინაობა არ გაამხილა. ახალგაზრდებმა ბეჭედი და ქვითარი წამოიღეს. ამ ისტორიამ პრესაში მხოლოდ ახლახანს, გაჟონა. როგორც ჩანს, გამყიდველი აქამდე პატიოსნად ინახავდა უოლქერს საიდუმლოს, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ გაემხილა.

1
230
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:saba_
saba_
230
  
2013, 7 დეკემბერი, 23:57
R.I.P Paul :(
0 1 1