x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ხაჭოსა და შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი ,,მარმარილო" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ეს ნამცხვარი კი არა უბრალოდ შოკოლადიანი ბომბია.როცა პირველად დავაცხვე, ვიფიქრე “ ამას როდის გავათავებთ...", იმოდენა იყო, მაგრამ პირველი ნაჭერი რომ გავსინჯე, მივხვდი რომ მას სიცოცხლის ბევრი დრო არ დარჩენოდა, ისეთი გემრიელი იყო და ყველას ძალიან მოეწონა.

მინდა თქვენც იგემოთ ეს საოცრად გემრიელი ნამცხვარი და ისიამოვნოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ამისთვის კი საჭიროა

შემდეგი ინგრედიენტები:



თეთრი ცომისთვის:

ხაჭო–400გრ.

–არაჟანი–6ს.კ

–შაქარი–4ს.კ

–კვერცხი–2ც

–ფქვილი– 2ს.კ

–ვანილი–1შეკვრა

–1ჩ.კ–გამაფხვიერებელი ან 1/2ჩ.კ– სოდა ძმართან ერთად


შოკოლადიანი ცომისთვის:

–შავი შოკოლადი–200გრ.

–ნაღების კარაქი–200გრ.

–კვერცხი–5ც.

–შაქარი– 5ს.კ.

–ფქვილი–5ს.კ.

–ვანილი–1 შეკვრა

–1/2 ჩ.კ–სოდა ძმრით.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა :

1.ავთქვიფოთ ერთად ხაჭო, არაჟანი, შაქარი და კვერცხი, დავამატოთ გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი. მოვურიოთ კარგად

ერთგვაროვანი ცომი რომ მივიღოთ.
2.ცალკე მეორე თასზე დავამტვრიოთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლზე და გავაცივოთ.

3.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ვანილი, სოდა ძმართან ერთად და შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, თანდათან დავამატოთ ფქვილიც და მივიღებთ შოკოლადიან ცომს.

4.შემდეგ წავუსვათ ზეთი მრგვალ ფორმას(მე ვაცხობ 24სმ.დიამეტრის ფორმაში)

5.ვათავსებთ ფორმაში ჯერ შოკოლადიან მასას, ზემოდან კი ხაჭოიან ცომს ვასხამთ.

6.ხის ჯოხით დავხაზოთ ღრმად.(ამას ვაკეთებთ სილამაზისთვის)

7.გამოვაცხობთ 180 გრადუს ტეპერატურაზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 40-60 წთ-ის განმავლობაში.

გაცივების შემდეგ დაჭერით და...


image

გემრიელად მიირთვით !




თქვენი მაშა

















5
3235
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
3235
  
2014, 3 თებერვალი, 23:39
უგემრიელესი ნამცხვარი გამოვიდა დიდი მადლობა რეცეპტისთვის ოჯახი "შოკშია" :D
2013, 5 დეკემბერი, 11:40
მადლობა,გაიხარეთ.თქვენც წარმატებებს გისურვებთ
2013, 5 დეკემბერი, 11:35
მშვენიერი გამოვიდა ქალბატონო რუსუდან, უფრო მაგიურად ჟღერს და იზიდავს მაგ არაჩვეულებრივი ნამცხვრისკენ მკითხველს, ჩემს შემთხვევაში ასეა :)) მიყვარს სახალისო სტატიები, საკუთარი ლექსიკით სავსე ;) წარმატებები.
2013, 5 დეკემბერი, 11:25
ხო რაღაცით ხომ უნდა გაახალისო სტატია,სხვათაშორის ბევრი ვიყოყმანე ეს ფრაზა დამეწერა თუ არა,ლამის წავშალე.კარგია თუ მოგეწონა.გაიხარე:))
2013, 5 დეკემბერი, 11:22
ეს ფრაზა "მივხვდი, რომ მას სიცოცხლის ბევრი დრო არ დარჩენოდა" განსაკუთრებით მომეწონა :)) მარხვა რომ გავა, აუცილებლად გამოვაცხობ ;)
0 1 5