x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მანდარინის საოცარი სასარგებლო თვისებები რომელიც შეიძლება არც იცოდეთ
image

არსებობს 7 მიზეზი, რის გამოც უნდა მივიღოთ მანდარინი.შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს ეს სასარგებლო თვისებები, არადა მეტად საჭირო ხილია.გამოიყენება არა მარტო მისი რბილობი, არამედ ქერქიც, რადგან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

1.მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს დიზენტერიის დროს.

2.როდესაც მძიმე მენოპაუზის სისხლდენაა, მანდარინი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საუკეთესო საშუალება.


3.მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადებების დროსაც.ფიტოციდების მოქმედება იმდენად ძლიერია მანდარინში, რომ ცოცხალი წვენი კლავს ზოგიერთ სოკოს.(ტრიხოფიტიას, მიკროსპორებს)რომ განვიკურნოთ სოკოვანი დაავადებისგან, რომლებიც კიდურებზე აღინიშნება, ამისთვის უნდა გამოვწუროთ მანდარინის კანიდან და ლებნებიდან დიდი რაოდენობით წვენი და დავიდოთ დაავადებულ ადგილას ამ წვენში დასველებული საფენები.ძალიან ეფექტური საშუალებაა.

მანდარინის ქერქიც ძალიან სასარგებლოა.

4.თუ მანდარინის მშრალ ქერქს მოვხარშავთ(პროპორციით1:10), ეს ნაყენი ძალიან კარგი ამოსახველებელი საშუალებაა და ეფექტურად გამოიყენება ბრონქიტებისა და ტრაქეის ანთების დროს.არბილებს ხველას მშრალი ხველის დროს.

5.იგივე ნაყენი სუფთა სახით გამოიყენება მადის გასაუმჯობესებლადაც.

6.დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.ამ ნაყენს ასე ამზადებენ:3 მანდარინის ქერქი მოვხარშოთ 1 ლიტრ წყალში, გავწუროთ დოლბანდში, შევინახოთ მაცივარში და მივიღოთ ყოველდღიურად.

7.მანდარინის ქერქისგან გამოყვანილი წვენი შედის ნაყენში, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინაში როგორც მადის გასაუმჯობესებელ და საჭმლის მომნელებელი სისტემის მომწესრიგებელ საშუალებას.იღებან 10-20 წვეთს, ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

აი ასეთი სასარგებლო თვისებები ახასიათებს მანდარინს.მიირთვით მანდარინის ლებნები, ხოლო სუფთა ქერქი გააშრეთ და შეინახეთ თქვენს ფიტო-აფთიაქში, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.



გისურვებთ ჯანმრთელობას!image






2
6779
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
6779
  
2013, 3 დეკემბერი, 12:31
შენ წარმოიდგინე მეც და არადა როგორი სასარგებლო ყოფილა,განსაკუთრებით კანი.მეც ახლა გავიგე
2013, 3 დეკემბერი, 11:13
აქამდე მანდარინი ყველაზე უსარგებლო ხილი მეგონა, რომელიც მხოლოდ სიყვითლეს იწვევდა :)
0 1 2