x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ეს საინტერესოა...(3)
image

1.ალექსანდრე მაკედონელი თავის მეომრებს ასე არჩევდა: ადამიანი შეჰყავდათ ლომთან გალიაში და თუ გაფითრდებოდა, მათ იწუნებდა, ხოლო თუკი გაწითლდებოდა, ისინი მიჰყავდა. თანამედროვე მედიცინას თუ მოვიშველიებთ ეს ასე აიხსნება: თუკი ადამიანი გაფითრდებოდა ე.ი. სისხლი ტოვებს ტვინს, რადგან მას არ მიეწოდება ჟანგბადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვერ მოიფიქრებს გამოსავალს კრიტიკული სიტუაციიდან, ხოლო გაწითლებისას, პირიქით, სისხლი მიეწოდება ტვინს ე.ი. ის მდიდარია ჯანგბადით და გონება სხარტად მუშაობს.

2. ჩინელი კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი თურმე არასოდეს იხეხავდა კბილებს, რასაც ასე ხსნიდა: “გინახავთ ვეფხვი კბილებს იხეხავდეს?”

3. პაბლო პიკასომ სტალინისთვის 70 წლისთავის მისალოცად ბარათი საკუთარი ხელით დახატა.


4. უინსტონ ჩერჩილს ნობელის პრემია მინიჭებული აქვს ლიტერატურის დარგში.

5. როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დამარცხებული სპარსეთის მეფე დარიოსის ტახტზე დაჯდა, იატაკს ფეხები ვერ მიაწვდინა.

6. ჟიულ ვერნი სიცოცხლის ბოლომდე მარცხენა ფეხით კოჭლობა, რადგან მას ფსიქიურად ავადმყოფმა ძმიშვილა გასტომა ესროლა.

7. ფაშისტებისაგან განდევნილმა შტეფან ცვაიგმა ბრაზილიაში ქალაქ პეტროფოლისს შეაფარა თავი, სადაც სასორწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ცოლთან ერთად საძილე აბებით მოისწრაფა სიცოცხლე.

8. რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, ნაპოლეონი მდინარე ნემაზე ადგილობრივმა გლეხმა გადაიყვანა. „ ბევრი დეზერტირი გაავიდა ამ მდინარეზე?“ – ჰკითხა მას იმპერატორმა, გლეხმა კი უპასუხა: „თქვენ პირველი ხართ!”

9. პლატონის ნამდვილი სახელი არისტოკლე გახლდათ. მეტსახელი “პლატონი”, რაც განიერს ნიშნავს, ფართო მხარ-ბეჭის გამო მას ტანვარჯიშის მასწავლებელმა შეარქვა.

10. სახლიდან სახელოსნოში სამუშაოდ მიმავალი დიდი მეცნიერი თომას ალვა ედისონი გზად ყოველთვის შედიოდა შენობაში, სადაც ზამთარში თბებოდა, ზაფხულში კი გრილდებოდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, ხალხს ეფიქრა, რომ მეცნიერი მორწმუნე იყო-ეს შენობა ეკლესია იყო.

1
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
156
  
2013, 2 დეკემბერი, 15:40
საინტერესოა ძალიან
0 1 1