x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
Hours - პოლ უოკერის ბოლო ფილმის თრეილერი

image


13 დეკემბერს ამერიკაში რეჟისორ ერიკ ჰაისერერის დრამის, Hours-ის პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარ როლს პოლ უოკერი ასრულებს. 40 წლის უოკერი 30 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა კალიფორნიაში - მაღალი სიჩქარით მიმავალი წითელი "პორშე", რომლის საჭესთან მსახიობის მეგობარი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ორივე მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.

დრამა Hours ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზე უკვე აჩვენეს. შემქმნელების თქმით, პოლ უოკერის დაღუპვის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ფილმის პრემიერის სხვა რიცხვში გადატანას. "პოლი ასე ისურვებდა. იგი ძალიან ამაყი იყო ამ ნამუშევრით. ჩვენ ორი კვირის წინ გავმართეთ პრესკონფერენცია და გვახსოვს, როგორი გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ ხალხი ამ ფილმს ნახავდა. მას სურდა, ამ ნამუშევრით ეჩვენებინა, რომ მართლაც კარგი მსახიობი იყო", - განაცხადა პროდიუსერმა პეტერ საფრანმა.

ფილმში მოვლენები ქარიშხალ "კატრინას" დროს ვითარდება და მოგვითხრობს მამაზე, რომელიც ცდილობს, თავისი ახალშობილი ქალიშვილი გადაარჩინოს.



0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0