x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჭეშმარიტი სიყვარული მარადიულია! (ნაამბობი)
image

ეს იყო ჩვეულებრივი “ხლაფორთიანი"სამუშაო დღე, როცა 80 წელს მიღწეული მოხუცი მოვიდა და მთხოვა, ცერა თითზე მისთვის ნაკერები მომეხსნა.ეტყობოდა რომ ძალიან ჩქარობდა და აკანკალებული ხმით მითხრა, რომ ძალიან სასწრაფო საქმე ქონდა 9 საათზე.

შეწუხებულმა იმით, რომ ვიცოდი ყველა ექიმი მინიმუმ 1 საათი მაინც დაკავებული იყო და მოხუცს ჯერ ყურადღებას ვერ მიაქცევდნენ, ვთხოვე ცოტა ხანს ჩამომჯდარიყო და დაესვენა.რომ უცქერდი როგორი მოუთმენლობით უყურებდა მოხუცი საათის ისრებს, გული შემეკუმშა მისი სიბრალულით და გადავწყვიტე თავად მიმეხედა მოხუცის ჭრილობისთვის.იღბლად იმ დროს პაციენტებიც არ მყავდა.მოვხსენი სახვევი და ყურადღებით დავათვალიერე თითი.ჭრილობა ნორმალურად იყო შეხორცებული და სპეციალისტის რჩევით, რომლისგანაც მივიღე საჭირო ხელსაწყოები და მედიკამენტები ჭრილობის სამკურნალოდ, დავიწყე ნაკერების მოხსნა.

თითის დამუშავებისას თან გავესაუბრე მოხუცს:–ალბათ თქვენ სხვა ექიმთან მიღებაზე ხართ ჩაწერილი და რადგან ასე ჩქარობთ.


–არა, ეგრეც არაა.მე საავადმყოფოში ვჩქარობ, რომ ავადმყოფ ცოლს დროულად ვაჭამო საუზმე.მაშინ მე ვკითხე–რა ჭირდა მის ცოლს და მოხუცმა საწყალი სახით მითხრა, რომ მას სამწუხაროდ ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინეს.

ჩვენს საუბარში მე მოვასწარი ნაკერების ახსნაც და ჭრილობის დამუშავებაც.საათს რომ შევხედე, ვკითხე– ხომ არ ინერვიულებდა მისი მეუღლე ცოტა რომ დაგვიანებოდა?ჩემდა გასაოცრად, მოხუცმა მითხრა, რომ ის ბოლო 5 წელია საერთოდ ვერ ცნობდა ქმარს.

–მან ისიც კი არ იცის მე ვინ ვარ მისი–თავის ქნევით თქვა მოხუცმა.

ამ სიტყვებით გაოცებულმა ლამის წამოვიყვირე:–და თქვენ დადიხართ მასთან ყოველ დილით, მიუხედავად იმისა, ის ვერც გცნობთ და არ იცის რომ მისი ქმარი ხართ?

მან გაიღიმა.მამაშვილურად გადამხვია ხელი და მითხრა:–მართალია მან არ იცის ვინ ვარ მე, სამაგიეროდ მე ხომ ვიცი, ვინ არის ის!

მე ძლივს შევიკავე ცრემლები.

რომ წავიდა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა:“ეს ხომ ის სიყვარულია, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი".

უდავოა, მიუხედავად მისი ესოდენ მძიმე დაავადებისა, ბედნიერი ქალია, რომ გვერდით ყავს ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი.

“ჭეშმარიტი სიყვარული– ეს ხომ არც ფიზიკური ვნებაა და არც მხოლოდ რომანტიკა.ნამდვილი სიყვარული ეს არის ნიჭი, მიიღო ყველაფერი ისეთი როგორიც იყო, როგორიც არის და როგორიც მომავალში იქნება..."





5
172
9-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
172
  
2013, 2 დეკემბერი, 1:22
რა ბედნიერი ყოფილა ის ქალი ასეთი მეორე ნახევარი რომ შეახვედრა ბედმა :'( განა ყველა ქალის ოცნება ეგ არ არი?
2013, 1 დეკემბერი, 22:22
რაღაც სევდა შემომაწვა ამ დღეებში და ალბათ ამიტომ გამომდის ასეთი სტატიები.
2013, 1 დეკემბერი, 22:12
ვიტირე,
რუსუდან ეს ორი დრეა შენ სტატიებზე მატირებ რატო?:(
2013, 1 დეკემბერი, 20:52
ვისაც გული აქვს,გულგრილად მართლა ვერ წაიკითხავს.დრო და ჟამი ადამიანს ვერ ცვლის.ეს მოხუცი ახალგაზრდაც ასეთი მოსიყვარულე იქნებოდა
2013, 1 დეკემბერი, 20:34
ცრემლები მომადგა...
0 1 5