x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508650
ასეთი რამ მხოლოდ დედას შეეძლო გაეკეთებინა.შვილის გადასარჩენად თავი გაწირა
image

იაპონიაში დიდი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები შენობის ნანგრევებს ათვალიერებდნენ, ნანგრევების ნაპრალში შენიშნეს ქალის სხეული.ის ძალიან უცნაურ პოზაში იყო. მლოცველივით მუხლებზე იდგა, წინ გადახრილი და ხელებში რაღაც ქონდა ჩაბღუჯული.ნანგრევებს მისი ზურგი და თავი დაეზიანებინა.

დიდი ძალისხმევით ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელი ნანგრევების ნაპრალში შეყო და დაწვდა ქალის უძრავ სხეულს.ის ფიქრობდა იქნებ ცოცხალი გადარჩაო.მითუმეტეს მისი ცივი სხეული საწინააღმდეგოს მეტყველებდა.როცა დარწმუნდა რომ ქალი მართლაც გარდაცვლილი იყო, ხელმძღვანელი თავისი შემადგენლობით სხვა დანგრეული შენობის გამოსაკვლევად წავიდა.მაგრამ რაღაც ძალა კვლავ უკან ეწეოდა ამ ქალისკენ.მობრუნდა ისევ ამ შენობისკენ და დაჩოქილი შენობის ნაპრალში დაიწყო ცქერა რომ გამოეკვლია ადგილი სადაც ქალი იყო.უეცრად მან იყვირა:“აქ ბავშვია, ქალს ხელში ბავშვი უჭირავს".

მთელი ჯგუფი შეუდგა ნანგრევების გაწმენდას, გარდაცვლილი ქალის ირგვლივ.ნახეს რომ ქალს თავისი სხეულით დაეფარა 3 თვის ბავშვი, რომელიც ფერად თბილ საბანში იყო გახვეული.ცხადი იყო რომ ქალმა თავი გაწირა შვილის გადასარჩენად და თავისი სხეულით დაიფარა პატარა, რომ ნანგრევები არ დაცემოდა.პატარას ისევ მშვიდად ეძინა, როდესაც მაშველების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელში აიყვანა.


ექიმმა მაშინვე გახსნა პატარა გამოსაკვლევად და საბანი როდესაც გაშალა, დაინახა მობილური ტელეფონი.ეკრანზე იყო მოკლე ტექსტური შეტყობინება:“შვილო შენ თუ გადარჩები–გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ".ეს ტელეფონი გადადიოდა ხელიდან ხელში და ვინც კითხულობდა, ყველა ტიროდა.

“თუ გადარჩები–გახსოვდეს რომ მიყვარხარ"–ასეთია დედის სიყვარული, რომელსაც ვერანაირი გრძნობა ვერ გადაწონის!





.

9
167
10-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
167
  
2013, 2 დეკემბერი, 1:25
ძალიან ცნობილი სიტორიაა და შეუძლებელია მართლა ემოციების გარეშე წაიკითხო :(
2013, 1 დეკემბერი, 0:40
გეთანხმები ჩემო კარგო
2013, 30 ნოემბერი, 17:10
მხოლოდ დედას თუ შეძლო რათქმაუნდა აბა მამები ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რაში ანაღვლებთ მათ საკუთარი შვილი.
2013, 30 ნოემბერი, 13:55
ყველა დედა დამეთანხმება იმაში, რომ როცა შვილებისთვის რამეს აკეთებ, თუნდაც თავს სწირავ, არ ფიქრობ იმაზე, გადაგიხდიან თუ არა ამას... ერთ რამეს ვიტყვი და შეიძლება გამკიცხოს ვინმემ: დედა შვილს სიცოცხლეს აძლევს,მაგრამ შვილი თავისი არსებობით უფრო მეტს აძლევს დედას - სიცოცხლის აზრს! ასე რომ, დედებო, ძალიან გთხოვთ, პატარაობიდანვე ნუ დაუწყებთ შვილებს იმის "ჩიჩინს", რომ მათთვის ბევრ რამეს აკეთებთ, ბევრ რამეზე უარს ამბობთ (თუნდაც ეს მართლა ასე იყოს) და რომ ეს მათ აუცილებლად უნდა "დაინახონ". მე არ მჭირდება ჩემი ამაგის "დანახვა", მე მინდა მხოლოდ შემიყვარონ ჩემმა შვილებმა და ეს უნდა დავიმსახურო, ისევე, როგორც დაიმსახურეს ჩემმა მშობლებმა ჩემი სიყვარული. მშობლის ამაგს კი ადამიანი მხოლოდ საკუთარი შვილებისადმი გაწეული ამაგით "გადაიხდის".
2013, 29 ნოემბერი, 23:46
ცნობილი ისტორიაა...გულისშემძვრელი:(
2013, 29 ნოემბერი, 23:44
გაიხარე.მეც შემზრა ამ ისტორიამ.ეს სინამდვილეა.ერთხელ ტელევიზორში ვნახე და ახლა წავაწყდი.და გადავთარგმნე
2013, 29 ნოემბერი, 23:42
ხედავენ როგორ არა მაგრამ ძალიან გვიან როდესაც თავად ანალოგიურ სიტუაციაში ვარდებიან,ნეტავ შემეძლოს ახლა დედას ჩავეხუტო და ვუთხრა ის თბილი სიტყვები რომლებიც სიცოცხლეში ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ვერ ვუთხარი,ძალიან მენატრება.
2013, 29 ნოემბერი, 23:42
გულით ვიტირე
2013, 29 ნოემბერი, 23:39
ცრემლი მომერია. დედის ამაგი აუწონავი ოქროა, რომელსაც ვერასოდეს გადავიხდით, ჩვენც ვწვალობთ და შვილი ამას ვერასოდეს ხედავს.
0 1 9