x
image
მანჩო 777
გინესის რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო რეკორდსმენები (მეორე ნაწილი)
image
ვაგრძელებთ გინესის რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო და სახალისო რეკორდსმენების წარმოდგენას.

16.ონლაინ-ტრანსლაცია ყველაზე მეტი ნახვით.

image

რეკორდი ეკუთვნის პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწინების ტრანსლაციას, რომელიც ნახა 72 მილიონმა ადამიანმა.


17.ყველაზე მეტი საყვავილე ქოთანი, რომელიც დამზადდა ერთ საათში.

რეკორდი ეკუთვნის მეთუნე მარკ ბაილსს, რომელმაც ერთ საათში image

დაამზადა 150 ყვავილის ქოთანი.

18.ყველაზე მძიმე ბოდიბილდერი მამაკაცი.

image

დანიელ სეკარეცი-ამ ტიტულის მფლობელია. მისი წონა შეადგენს 135 კილოგრამს.

19.ყველაზე გრძელი ყურების მქონე ძაღლი.

image

ამ ძაღლის ყურების სიგრძე 34 სმ-ია.

20.ყველაზე დიდი ვიოლინო.

image

გერმანელმა ვიოლინოს ოსტატებმა შექმნეს ეს ვიოლინო, რომლის სიგრძე 4, 2 მეტრია და სიგანე 1, 23 მეტრი. მისი ხემის სიგრძე 5, 1 მეტრია და მის დასაკრავად 3 ადამიანია საჭირო.

21.ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალი.

image

კრის უოლტონის ფრჩხილების სიგრძე შეადგენს მარცხენა ხელზე 2.88 და მარჯვენა ხელზე 3, 06 მეტრს.

22.პინგვინების ყველაზე დიდი კოლექცია.

image

ბრიჯიტ ბერენსმა გერმანიიდან მოაგროვა ყველაზე მეტი ნივთი, რომლებიც დაკავშირებულია პინგვინებთან. მათმა მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 11062.

23.ყველაზე მეტი პირსინგი მამაკაცის სახეზე.

image

როლფ ბუხოლცის სულ მთლიანად სხეულზე 453 ნახვრეტი აქვს გაკეთებული, აქედან 94 ტუჩებზე და მის გარშემო, 25 წარბებზე, 8 ცხვირზე და 278 გენიტალიების გარშემო.

24.ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც დედამიწას მარტო შემოუფრინა.

image

23 წლის სტუდენტი ფლორიდიდან ბარინგტონ ირვინგი არ შეუშინდა არც თოვლს და წვიმას, არც შტორმსა და ქარიშხალს და განახორციელა რეკორდული გაფრენა. გარდა ამისა, ის პირველი აფროამერიკელია, ვინც ეს შეძლო.

25.ყველაზე დიდი შოკოლადი.

image

ჩიკაგოს შოკოლადის ფაბრიკის World’s Finest Chocolate-ის კონდიტერებმა დაამზადეს ეს შოკოლადის ფილა წონით 5574 კგ. ფილის სიმაღლე თითქმის 1 მეტრია, სიგანე 7 მეტრი.

26.ყველაზე დიდი აფრო-ვარცხნილობა.

image

ყველაზე დიდი აფრო-ვარცხნილობის მფლობელია ევინ დუგასი ახალი ორლეანიდან. მისი ვარცხნილობის სიმაღლე 18, 3 სმ-ია, სიგანე 1, 31 მეტრი და და სიგანე 19, 7 სმ.

27.ყველაზე გრძელი ქალის ენა.

image

შანელ ტეპერი კალოფორნიიდან არის ენის მფლობელი, რომლის სიგრძე წვეროდან ტუჩის კუთხემდე 9, 6 სმ-ია.

28.ყველაზე გრძელი ულვაშები.

image

რეკორდი ეკუთვნის ინდოელ რამ სინგ ჩაუხანუს და ის შეადგენს 4, 2 მეტრს.

29.ყველაზე დიდი ნიანგი ზოოპარკში.

image

ავსტრალიური ნიანგი კასიუს კლეი არის ამ ტიტულის მფლობელი. მისი სიგრძე 5, 47 მეტრია, ხოლო წონა ტონას აღწევს.

2
242
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
242
  
2013, 27 ნოემბერი, 22:29
ის "ბუჩქი" მომეწონა. :))
0 1 2