x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გინესის რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო რეკორდსმენები (პირველი ნაწილი)
გთავაზობთ რამოდენიმე ყველაზე უცნაურ, სასაცილო, გრძელ, მოკლე, დიდ, პატარა, სულელურ რეკორდებს, რომლებიც შევიდნენ 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში.

1.ყველაზე პატარა ძაღლი.

image

დედამიწაზე ყველაზე პატარა ძაღლად ითვლება იორკშირული ტერიერი ლუსი, რომლის სიმაღლე სულ 14 სანტიმეტრია.


2.ყველაზე მეტი საშობაო ილუმინაცია სახლზე.

image

რეკორდი ეკუთვნით ავსტრალიელებს დევიდ და ჯეინ რიჩარდსებს. მათი სახლი და ეზო განათებული იყო 331 038 ნათურით.

3.ყველაზე პატარა ქალი დედამიწაზე.

image

დედამიწაზე ყველაზე პატარა ქალად ითვლება ჯოითი ამრე. მისი სიმაღლე ზრდასრულ ასაკში (18 წელი) შეადგენდა 62, 7 სმ-ს.

4.მაქსიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მოთავსდნენ ერთ ტრუსში.

image

რეკორდი დამყარდა ლონდონში 2011 წლის 17 ნოემბერს და ერთ ტრუსში ჩაეტია 57 ადამიანი.

5.მაქსიმალური მანძილი, რომელიც გაიარა ცეცხლმოკიდებულმა ადამიანმა.

image

რეკორდი ეკუთვნის დენი დიუსტერჰოფს ჰამბურგიდან და ის შეადგენს 119, 91 მეტრს.

6.მაქსიმალური რაოდენობა თავით გახსნილი ბოთლებისა.

image

რეკორდი დაამყარა აჰმედ თაფზიმ ჰამბურგში. მის მიერ თავით გახსნილი ბოთლების რაოდენობაა 24.

7.ერთ წუთში დაჭერილი პოპკორნის მაქსიმალური რაოდენობა.

image

რეკორდია 26 ცალი პოპკორნი და ის დაამყარა ჯო ალექსანდერმა.

8.ყველაზე უცნაური იოგას ინსტრუქტორი.

image

ეს არის ბერნის მერი ბეიტსი ფლორიდიდან, რომელსაც 91 წელი შეუსრულდა.

9.ყველაზე პატარა ნათესავები.

image

22 წლის ბრიჯიტ ჯორდანი და მისი ძმა ბრედი ილინოისიდან წარმოადგენენ ყველაზე ტანდაბალ ნათესავებს. მათი სიმაღლე შესაბამისად 67 და 69 სმ-ია.

10.ყველაზე დიდი ძაღლი.

image

დანიური დოგის ნოვას სიმაღლე 89, 2 სმ-ია, ხოლო წონა 72, 5 კგ.

11.საფუხურების მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გაივლის ცხვირზე ჭიქადადგმული ძაღლი.

image

ბორდერ-კოლიმ, სახელად სვით პი, გაიარა 10 საფეხური ჭიქით, რომელშიც იყო 140 მლ წყალი.

12. ყველაზე მცირე დრო, რაც დასჭირდა ჩემოდანში ჩაძრომას.

image

რეკორდი ეკუთვნის ლესლი ტიპტონს ნიუ-იორკიდან და ის შეადგენს 5, 43 წამს.

13.თავში ჩარჭობილი ნემსების მაქსიმალური რაოდენობა.

image

რეკორდსმენის სახელია ვეო შენჩუ და მის თავში დათვალეს 2009 ნემსი.

14.მაქსიმალური რაოდენობა ჩოგბურთის რაკეტაში გაძრომისა.

image

რეკორდსმენია სკაი ბრობერგი ავსტრალიიდან და ის რაკეტაში გაძვრა 7-ჯერ 3 წუთის განმავლობაში.

15. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სერიალის ვარსკვლავი.

image

ჰიუ ლორი "ექიმ ჰაუსის" თითოეულ სერიაში იღებდა ჰონორარს 400 000 დოლარის ოდენობით.

4
200
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
200
  
2013, 26 ნოემბერი, 21:51
ნამდვილად ვერ არიან ...უარესებიც ვნახე აქ:DDD
2013, 26 ნოემბერი, 21:50
საინტერესო იყო. ისე ზოგიერთი რა სისულელეს აკეთებს, მაზოხისტობამდე მიდის ეს ყველაფერი, ვგულისხმობ ცეცხლმოკიდებულ ადამიანს, ან თავში ნებსებჩარჭობილს...
2013, 26 ნოემბერი, 21:10
საინტერესო და სახალისო სტატიაა.
0 1 4