x
image
K.P.
ეკატერინე ხვედელიძე ინაუგურაციაზე 11548 ლარიან პალტოში იყო გამოწყობილი

imageპრეზიდენტის ინაუგურაციაზე ცნობილი პოლიტიკოსების მეუღლეები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მათმა ჩაცმულობამ. მომხიბვლელ ქალბატონებს ცოტა კრიტიკა და ბევრი კომპლიმენტიც ხვდათ წილად.

ქართველი მოდის კრიტიკოსებისა და დიზაინერების მტკიცებით ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკა ხედელიძე ყველაზე ელეგანტურად და დახვეწილად იყო ჩაცმული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მისი სამოსი ყველაზე ძვირადღირებული გახლდათ. ქალბატონმა ეკატერინემ სპეციალურად ამ დღისთვის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი შეარჩია, რომლის ღირებულებაც 445 ევროა, Christian Dior-ის შავი პალტოს ღირებულება კი 4300 ფუნტი სტერლინგია. (11548 ლარი)

დიორის შავი ფერის პალტო 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა.imageimage

ქალბატონი ეკატერინეს ჩაცმულობას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში. ერთნი თვლიან, რომ ასე ძვირიან პალტოში არ უნდა გამოწყობილიყო, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ამაში გასაოცარი არაფერია, არ დაგავიწყდეთ, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არ გამდიდრებულა და არც ეკატერინეს აცვია ქართველი ხალხის ფულებით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდაო.

5
1033
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1033
  
2013, 27 ნოემბერი, 12:19
ბუნებრივია
2013, 27 ნოემბერი, 12:07
მე მომწონს ეს ჩემი პირადი აზრია და სხვას სხვა აზრიაკვს და გამოხატოს
2013, 26 ნოემბერი, 17:08
კარგი რა,მარტმა არ უხდება,ეს პალტო უფრო მაღAლ ქალებზეა გათვლილი, ამას კი დიდი აქვს განსაკუთრებით მკლავებზე
2013, 26 ნოემბერი, 10:54
მშვენივრადაც უხდება. ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანია:)
2013, 20 ნოემბერი, 2:03
უხდებოდეს მაინც, მარტო ყიდვა და ჩაცმა არ შველის
0 1 5