x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ანჯელინა ჯოლი ამერიკის კინოხელოვანთა აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საყვარელ მამაკაცებთან ერთად გამოცხადდა
ამერიკის კინოხელოვნების აკადემიამ ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონია გამართა. ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ტომ ჰენქსი, ჰარისონ ფორდი, ჯარელ ლეტო და სხვა სახელგანთქმული მსახიობები გასულ გამოსასვლელ დღეებში სტუმრობდნენ გამართულ ღონისძიებას.

აკადემიის პრიზები, რომელსაც ასევე "ოსკარი" ეწოდება მიიღეს კომიკოსმა სტივ მარტინმა და კოსტუმების მხატვარმა პიერ ტოზიმ.

ლამაზმანი ანჯელინა ჯოლი კი ერთბაშად ორი პრიზის მფლობელი გახდა: ერთი ჯილდო მსახიობს ერგო კინოში მოღვაწეობის გამო, მეორე კი ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის როლში.

image


ვარსკვლავი-ქალბატონების უმრავლესობამ წითელ ხალიჩაზე თავის მოსაწონებლად გრძელი კაბები აირჩია.


ანჯელინა ჯოლი ბრწყინავდა Atelier Versace-ს გამჭვირვალე მაქმანების მდიდრულ კაბაში. ანჯელინა დაჯილდოების ცერემონიას საყვარელ მამაკაცებთან ბრედ პიტთან და უფროს ვაჟიშვილთან მედოქსთან ერთად სტუმრობდა.

imageimage

image
image
image


დამსწრე ქალბატონებში გამონაკლისი მხოლოდ ჯენიფერ გარნერი გახლდათ, რომელმაც ფუშფუშა ქვედაბოლოთი გაწყობილი მუხლამდე სიგრძის Dolce&Gabbana-ს კაბა მოირგო.

image

ჯენიფერ გარნერი


ფილმის "ადელის ცხოვრება" ვარსკვლავი ლეა სეიდუ Prada-ს

თეთრ კაბაში იწონებდა თავს.

image

ლეა სეიდუ Prada-ს კაბაში


ემი ადამსი Vivienne Westwood-ის იასამნისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.
image


image

რია დიურემი და მარკ უოლბერგი


image

ნაომი ჰარისი Burberry Prorsum-ის კაბაში


image

ჯეიკ ჯილენჰოლი


image

მეთიუ მაქჰონაკი

image

ტომ ჰენქსი და სტივ მარტინი





1
890
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
890
  
2013, 19 ნოემბერი, 1:03
საწყალი ჯოლი....ისე ბრედი რო არ ყოლოდა გვერდში შეიძლებოდა ვერც დაეძლია ანორექსია
0 1 1