x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ჯვაროსნები და მამლუქები

imageპირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ევროპელებთან ერთად დავით აღმაშენებლის მოლაშქრეების მცირე ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, ბიზანტიის იმპერატორის შვილი "ანა კომნენი" ადასტურებდა, რომ თავად იერუსალიმის განთავისუფლებაში თვითონ დავით აღმაშენებელი იღებდა მონაწილეობას.ქართველებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ტამპლიერებთან, რომლებიც დიდძალ თანხებს წირავდენ იერუსალიმში ქართულ ჯვრის მონასტერს.იერუსალიმის პირველი აღება მოხდა 1099წ.ჯვრის მონასტრის სვინაქსში მოხსენიებულია მრავალი ტამპლიერი რაინდი "აცხოვნე ღმერთო ჩვენი ძმა... და სახელი"-უფალს შესთხოვდნენ ქართველი ბერები.1108წ შიმშილობა დაემუქრა იერუსალიმის მონასტერს.იმ პერიოდში ქართველები თურქ სელჩუკებთან ბრძოლით იყვნენ დაკავებული და ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ხოლო დავითის ცოლყოფილმა კი ძვირფასი ჯვარი შესთავაზა ტამპლიერებს. ამ მიზნით ჯვაროსნება დიდი პატივით მიიღეს საგანძური და წაიღეს პარიზში ნოტრდამის ტაძარში.მოგზაურობათა წიგნში მოთხრობილია წმინდა მიწაზე მომხდარი 1153წ ამბავი, სადაც მოხსენიებულია საქართველო და ქართველები."ქართველები ბრძოლაში ყოჩაღნი არიან, მათ ბევჯერ დაუმარცხებიათ თათრები."ქართველი რაინდების სიმამაცეზე ლაპარაკია წიგნში"ჯვაროსანთა ისტორია"."ანალებში"ნათქვამია ქართველების წარმატებაზე არაბების მიმართ.საქართველო ახლოს იყო ევროპასთან, კერძოდ ვატიკანთან ამის შესახებ ბლომად ინახება წერილები ვატიკანის ბიბლიოთეკაში.imageპაპმა "ორონიუსმა"ეკლესის პატივსაცემად ქართველებს სარკინოზთა წინააღმდეგ თავის ძალები შესთავაზა.1219წელს, ქართველები განუმტკიცებდნენ ჯვაროსნებს გამარჯვების რწმენას.ამ გამარჯვების შესახებ ძლიერი ხმები შორეულ ხალხებშიც კი გავრცელდა.სარკინოზები შიშით აღივსნენ, ხოლო ქრისტიანები-აღუწერელი სიხარულით. "ვოლატერანო" წერს:"იმ დროს, როდესაც დამასკოს მთავარმა ქალაქ დამიატეს ალყა შემოარტყა, მასთან ქართველები მივიდნენ, რათა საღვთო ომში მონაწილეობა მიეღოთ.ომში, რომელშიც ქრისტიანთა დიდი ნაწილი იყო ჩაბმული."სხვა ადგილას ნათქვამია:სარკინოზები შეშინდნენ.ქრისტიანების ძლიერებაში ყველა დარწმუნდა.ქართველებმა იმდენად გაამხნევეს ჯვაროსნები, რომ მათ დამასკოც კი გაანთავისუფლეს.image"კარდინალი ბრანიუსი რომელიც თვითონ იღებდა მონაწილეობს ამბობდა "ეს ქართველები ჭეშმარიტად ქრისტეს თაყვანისმცმელები არიან."ქართველები იერუსალიმის კარიბჭის მცველებად ითვლებოდნენ, მათ იმდენი პრივილეგია ქონდათ იერუსალიმში, რომ შეეძლოთ ცხენზე ამხედრებულებს ევლოთ ქალაქში.სხვადასხვა წყაროების მიხედვით ქართველებს "შავფაროსნებად"მოიხსენიებენ. ჯვაროსნული ლაშქრობა სულ რვა იყო და ბოლო 1270წ მოხდა.ქართველი მეფეები ერიდებოდნენ პირდაპირ მონაწლეობას ლაშქრობებში, ისინი ლავირებდნენ მუსლიმანურ და კათოლიკურ სამყაროთა შორის.მაგალითად, თამარ მეფე 3 ჯვაროსნულ ლაშქრობაში ექომაგებოდა პაპს და დახმარებასაც აღუთქვავდა, მაგრამ მალულად სალაჰადინსაც ერთგულებას პირდებოდა.თამარ მეფე აანალიზებდა მოვლენებს, იცოდა, რომ ჯვაროსნები ვერ აიღებდნენ იერუსალიმს და ფეხს ვერ მოიკიდებდნენ.ეს კი იერუსალიმში ქართველების მიწების და მონასტრების დაკარგვას მოასწავებდა.მითუმეტეს მაშინ როცა ჯვაროსნებმა წაბილწეს მაცხოვრის საფლავი, და "კეთილშობლურ" მისიას გადაუხვიეს ლაშა გიორგიც აპირებდა ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მონღოლთა შემოსვლის გამო არ დასცალდა.image "მამლუქი"ეს ახელი ჩვენთვის კარგადა აცნობილი ისევე როგორც ეგვიპტეში, მამლუქი არაბულად ნიშნავს მას რომელიც ეკუთვნით მდიდარ, გავლენიან, ხალხს.მათ მხოლოდ საომარ მოვლენებში უწევდათ მონაწილეობა.ასეთი მონების შესახებ ყურანშიცაა ნათქვამი "შენ მონავ და თავისუფალო მებრძოლო"უმეტესობამ ამის შესახებ არც იცის(16:75-77). მათი ფუნქცია ომებსადა ბრძოლებში მონაწილეობის მიღება იყო, ისინი ემორჩილებოდნენ მაგრამ არ კარგავდნენ მეომრის, მებრძოლის სტატუსს.მამლუქები ემორჩილებოდნენ ფაშას, ბავშვობიდან ეზიარებოდნენ ყურანს, ხდებოდნენ არაბები და ვარჯიშობდნენ დახურულ დარბაზებში რომ მომზადებულიყვნენ სამომავლო ბრძოლებისთვის.imageმამლუქების სახელის ზენითი, 13 საუკუნის კაიროსთან ასოცირდება.მამლუქები ეგვიპტის მეთაურის სამსახურში იყვნენ და ისლამს მისი თანდასწრებით იღებდნენ ახლად ჩაყვანილი ბავშვები (ჩერქეზები და ქართველები).შეპყრობიდან ბავშვები შორდებოდნენ იმ ადგილებს და ხვდებოდნენ უცხო გარემოში, სადაც მისი სამშობლო ეგვიპტე ხდებოდა. გამზდელი მამა სამხედრო მასწავლებელი იყო და მონა ბიჭები კი მისი ძმები.ვეზირი "ნიზამ ალ-მულკი" თავის წიგნში "მართველობა"მოიხსენიებს მამლუქებს ბრწყინვალე სამხედრო გამომგონებლებად და უბადლო მოფარიკავეებად.მათ მმართველებად მოიხსენიებდნენ "აიბიდების"დინასტიას, რომელიც დაარსა სალაჰადინ აიბიდმა.image მამლუქები სალაჰადინის გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა არაბულ ისტორიაში ზოგიერთმა მამლუქმა თავად სალაჰადინის სახელიც კი დაჩრდილა.ქართველებს არ ქონდათ მათთან ნაბრძოლი მიუხედავად მამლუქების მორჩილებაზე, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ შეტაკებებში, სადაც ქართველები ფიგურირებდნენ.ამაზე იმფორმაციას რუსი მემატიანეები გვაძლევენ, რომლებიც პირველად მოხვდნენ ეგვიპტეში და მონუსხულები იყვნენ კაიროთი.ძალაუფლება მამლუქებმა მალე აიღეს, და ტერიტორიები თითქმის უბრძოლველად გადადიოდა მათ ხელში, იკავებდნენ მაღალ თანამდებობებსimage და გახდა მამლუქთა სახელმწიფოდ ეგვიპტე.მამლუქების ქვეშ მყოფი ადამიანები საკმაოდ მკაცრ კონტროლის ქვეშ ხვდებოდნენ, მამლუქებმა მალე გადაინაცვლეს ეგვიპტიდან უცხო მიწებზეც.13-14საუკუნეებში ისინი აკონტროლებდნენ ინდოეთის დიდ ტერიტორიებს:ერაყს სირიას, არაბეთს, ლიბიას და სუდანამდეც იყვნენ მისულები.მამლუქები ერთი თაობის მმართველები იყვნენ, ისინი ტახტზე თავის შთამომავლებს არ ტოვებდნენ ყოველ მმართველს ახალი თაობა მოჰყვებოდა და იცვლებოდა ხედვა სხვადასხვა შეხედულებებზე, ამ ფაქტმა გააგრძელა მამლუქთა მმართველობა ეგვიპტეში რამეთუ ახალი თაობის მამლუქთა ყოლა სასიცოცხლო მნიშვნელობას წაროადგენდა მათთვის.imageმამლუქები ორი დინასტიისგან შედგებოდნენ პირველი "ბარჰიტები"(1250-1390).მათი სახელი წარმოსდგება ნილოსე მყოფი კუნძულით სახელად"ალლ-ბარჰი"არაბულად "ზღვა" თავიდანვე მამლუქთა საწვრთნელ ბაზად იყო მიჩნეული.მეორე დინასტია მამლუქებისა იყო "ბურჯიტები" (1382-1517)წ.დაარქვეს ციტადელ"ალლ-ბურჯის"გამო. "ბარაჰიტები"თურქ და სხვადასხვა ეთნიკური ხალხის დინასტია იყო და მათ ემორჩილებოდნენ."ბურჯიტები"კი წარმოშობით კავკასიელების_ ჩერქეზების და გურჯებისგან შედგებოდა.

1
1584
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
1584
  
2013, 18 აპრილი, 20:16
ჯვარისნები და მამლუქები
0 1 1