x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ეს საინტერესოა ...(2)
image

1.ალექსანდრე მაკედონელი თავის ყველა ჯარისკაცს სახეზე ცნობდა და ყველას სახელი იცოდა (მაკედონელს 30 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა).

2. ნაპოლეონი ჭადრაკის თამაშის დროს არასოდეს აკეთებდა როქს, რადგან მიაჩნდა, რომ მეფისათვის დამალვა უღირსი საქციელი იყო.

3. 35 წლის მოცარტს 600-ზე მეტი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი, მაგრამ მისი სიკვდილი შემდეგ მის ქვრივს მისთვის საფლავის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა.


4. რემბრანდტს სახლში მხოლოდ ორი წიგნი ჰქონდა-” ბიბლია” და “ანატომიური ატლასი”.

5. პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვრას ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ ნახატებს წვავდა.

6. ამიტომ ხშირად დადიოდა ეიფელის კოშკში, რადგან ის ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც კოშკი არ ჩანდა.

7. 1863 წელს ჟიულ ვერნმა დაწერა წიგნი “მეოცე საუკუნის პარიზი”, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ავტომობილი, ფაქსი და ელექტროსკამი. გამომცემლობამ ხელნაწერი უკან დაუბრუნა და მწერალს იდიოტი უწოდა.

8. ცნობილი ფრანგი მოქანდაკე როდენი სამჯერ გავიდა ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩასარიცხ გამოცდებზე, მაგრამ სამჯერვე ჩაიჭრა.

9. პლინსტონის უნივერსიტეტის ბუხარზე აინშტაინის სიტყვებია ამოტვიფრული: “ღმერთი გაიძვერაა, მაგრამ ბოროტი არა არის”.

10. ერთმა ჟურნალისტმა ფოლკნერს ჰკითხა: ბევრი ამტკიცებს, რომ თქვენი ნაწარმოებები ორჯერ და სამჯერ წაკითხვის შემდეგაც გაუგებარია, რას ურჩევთ მათ?” - “მეოთხედაც წაიკითხონ”, - უპასუხა მწერალმა.

2
233
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
233
  
2015, 11 ივლისი, 10:47
საინტერესოა თითქმის არც ერთი არ ვიცოდი
2013, 13 ნოემბერი, 14:53
საინტერესოა. მომწონს
0 1 2