x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სოლარიუმი-რისკის შემცველი სილამაზე
image
შოკოლადისფერი გოგონები აქტუალობას არ კარგავენ. გარუჯული კანი, ჩვენს დროში, ყველაზე მოდურად აღიქმება. მცირე დროში მიღებული სასურველი ფერი დიდ მოწონებას იმსახურებს, მაგრამ დადებით თვისებებთან ერთად სოლარიუმის ნარუჯს საკმაოდ ბევრი პრობლემაც ახლავს. გამუდმებით გრძელდება საუბრები სოლარიუმის ავ-კარგიანობის შესახებ.

image

"ესთეტიკური ცენტრის” მენეჯერი თინიკო კერძელაძე აღნიშნავს, რომ -ბევრი კლიენტი გვყავს. სოლარიუმს, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც, სისტემატურად აკითხავენ. ასაკობრივი ზღვარი დაახლოებით 15 წლიდან იწყება და 50 წელს გადაცილებული ქალბატონებით მთავრდება. სოლარიუმის ნარუჯი ყოველთვის მოდაშია.ზღვის რუჯთან შედარებით გაცილებით მეტ ხანს რჩება და უფრო ეფექტურია.

-უკუჩვენებებზე რას იტყვით?


-არავითარი უკუჩვენება! აბსოლუტურად უვნებელია. ნორმალური დოზით მზეზე უკეთესია, სოლარიუმს გაფილტრული სხივები აქვს და არავითარ გართულებებს არ იწვევს. რა თქმა უნდა, სოლარიუმით არ უნდა ისარგებლონ ორსულებმა და მათ ვისაც ექიმი მზეზე გასვლას უკრძალავს.

-რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც სოლარიუმით უნდათ სარგებლობა? -ყველას უნდა ერთ დღეში ძალიან შავი გახდეს და პირველივე ჯერზე დიდი ხნით შესვლას ითხოვს. პირველად რეკომენდირებული 6-დან 12 -წუთამდეა. სასურველია, რუჯი დღეგამოშვებით, ან ორი დღის გამოტოვებით მიიღოთ, კანის გამოშრობა რომ არ მოხდეს, სოლარიუმში კრემით უნდა შეხვიდეთ. ასევე სასურველია, ჯერ კოსმეტოლოგს ესტუმრო, კანი გაიწმინდოთ და სეანსი შემდეგ ჩაიტაროთ.

image

მედიცინის მუშაკებს აღნიშნულისგან განსხვავებული თვალთახედვა აქვთ. ექიმი -თერაპევტი ანი კვახაძე ჩვენთან საუბარში სოლარიუმს რეკომენდაციას არ უწევს. მისი თქმით: ამ ტიპის გარუჯვამ შესაძლოა,

ფატალურ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს. “სოლარიუმი უწყობს ხელს სიმსივნის გააქტიურებას. ბავშვთა და მოზრდილ ასაკში განსაკუთრებით საშიშია. სისტემური და კანის დაავადებების შემთხვევაში უკიდურესად მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.”


ექიმები სოლარიუმის უარყოფით თვისებებზე საუბრობენ, მაგრამ მათთვის ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” და ერთგვარ რისკზე მიდის, ვურჩევთ გაითვალისწინოს შემდეგი, სოლარიუმი სასტიკად აკრძალულია მათთვის:

ვისაც სერიოზული ქრონიკული დაავადებები აქვთ. კანის წყლულოვანი დაავადებების შემთხვევაში ამ ტიპის გარუჯვა ჯანმრთველობის მდგომარეობას გაგიუარესებთ. ასევე არ შეიძლება სოლარიუმით სარგებლობა იმ ქალბატონებისათვის, ვისაც აქვს საშვილოსნოსა და მისი დანამატების პრობლემა. სარძევე ჯირკვლებზე არსებული პრობლემები, მათთვის, ვინც სარგებლობს ანტიბიოტიკებითა და ჰორმონლი საშუალებებით. ძალიან მაღალია რისკი ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.

სოლარიუმში წასვლამდე დაიცავით შემდეგი წესები:

მიიღეთ თბილი შხაპი. გამოიყენეთ რბილი გელი და ჩაიტარეთ პილინგი, რათა ნარუჯი თანაბარი იყოს!

სუნამო, ტუალეტის წყალი ან სპირტის შემცველი ლოსიონი შესაძლოა, კანის დამწვრობის ან ლაქების გაჩენის მიზეზი გახდეს.

დაიცავით თმა. სოლარიუმში, ისევე როგორც მზის სხივებზე, თმა იწვება, კარგავს ბზინვარებას და უხეშდება, პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა თავის კანის გამოშრობას იწვევს. სეანსის დროს გამოიყენეთ სპეციალური ქუდი.

გაირუჯებით საცურაო კოსტიუმით ან მკერდზე დასაწებებელი სტიკინით. შიშველ მკერდს სოლარიუმი სერიოზულ პრობლემებს უქმნის!

და ბოლოს, კარგად შეარჩიეთ თქვენთვის სოლარიუმის რომელი სახეობა უფრო კომფორტულია!

0
987
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
987
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0