x
image
ახალი თაობა
მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით

imageპლაჟის სილაში ბინადრობენ სილის რწყილები, რომლებიც იოლად აღწევენ კანქვეშ და მტკივნეულ ჩირქოვან მუწუკებს არჩენენ.მათი მოშორება მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება.ამიტომ სილაზე ნუ დაწვებით, ქვეშ დაიფინეთ პლედი ან დაწექით შეზლონგზე.

ისეთი ნიშნები, როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი-არის სიგნალი ნაწლავის ინფექციისა.გირჩევთ, ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით, დაიცავით ჰიგიენის ელემენტარული ნორმები.ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ-ცივით, სვით მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი, თავი შეიკავეთ პლაჟზე საკვების ყიდვისგან, წაიხემსეთ შინიდან წაღებული საუზმით.

წყალში ყოფნისას თუ შეეხეთ მედუზას და იგრძენით მწვავე წვა და ტკივილი, სასწრაფოდ დაიბანეთ შეხების ადგილი ძმრით ან ლიმონის წვენით.თუ ტკივილმა არ გაგიარათ, მიმართეთ ექიმს.

ზღვის წყალში დღეში 40 წუთზე მეტხანს არ უნდა ვიბანაოთ, თორემ მარილიანი წყალი გააღიზიანებს კანს, ასევე, კანი რომ არ დაგეწვათ არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემის წასმა.ზღვის წყალი, რომელიც შეიცავს ბევრ სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს, აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს ორგანიზმს.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0