x
image
გიორგი88
როსიემ ოცნება აიხდინა
image ვიქტორია სეკრეტის ცნობილი მოდელი როსიე, რომელმაც თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო, ახალ ამპლუაში გვევლინება.

მან პოპულარობის მწვერვალს მიაღწია არა მარტო, როგორც მოდელმა, არამედ, როგორც მსახიობმა.მისი სამსახიობო დებიუტი "ტრანსფორმერებში" შედგა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა ქალმა მსოფლიოში.


25 წლის ასაკში მოპოვებულ უზარმაზარ წარმატებას არ ჯერდება და ახალ საქმეს კიდებს ხელს.მალე როსიე საზოგადოების წინაშე წარსდგება არა მხოლოდ როგორც მოდელი, ან მსახიობი, არამედ როგორც დიზაინერი.

გადაწყვიტა შექმნას ქალის თეთრეულის ხაზი.ამჯერად ის მოარგებს სხვა მოდელებს საკუთარ კოლექციას.


image

რამოდენიმე დიზაინერმა უკვე გამოთქვა აზრი როსიეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.მათი აზრით, ის ძალიან კარგად იცნობს ქალის სხეულს, აქვს განსაკუთრებული ხედვა და ორიგინალური გადაწყვეტილებები, რაც ძალიან დაეხმარება მას შექმნას საუკეთესო და მიმზიდველი კოლექცია.


"ძალიან მალე მე ავიხდენ ოცნებას და ვიმუშავებ გამოცდილ და ჩემთვის ძალიან საყვარელ დიზაინერთა გუნდთან ერთად.უამრავი იდეა მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ.მე ავიხდენ ოცნებას"_აცხადებს როსიე.


იმედია ახალი კოლექცია, ისეთივე მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნება, როგორიც არის თავად როსიე..

image

image

0
29
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
29