x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ირაკლი ღლონტის მოსაზრება ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით.

მართალია საქართველოში არის მცდელობა რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია და მათი მოგვარება არც თუ ისე მარტივია, როგორც ზოგიერთ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს წარმოუდგენია. ჩვენი ორგანიზაცია შექმნის დღიდან ცდილობს ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები სხვადასხვა სფეროსთან მიმართებით, მათ შორის ეკონომიკასა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. მისასალმებელია საქართველოს თანაინვესტირების 6 მლრდ. დოლარიანი ფონდის დაფუძნება, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს უკვე განხორციელებული უცხოური ინვესტიციების სტიმულირებას, ამასთან ერთად იგი წაახალისებს ახალი ინვესტიციების მოზიდვის პროცესს, თუმცა ვთვლი, რომ ინვესტიციებთან მიმართებით შემუშავებული უნდა იქნას ეკონომიკური უსაფრთხოების სპეციალური გეგმა, რომლითაც განისაზღვრება თუ რა ოდენობის უცხოური ინვესტიცია არის სასურველი, რადგან ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიის თანახმად ნაკლებად სასურველია, როცა ქვეყანა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, უმჯობესია იგი ოპტიმალურად იზრდებოდეს მშპ-თან მიმართებით და აუცილებელია სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენდეს ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობა. მე მახსენდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ისრაელის მაგალითი, როცა იგი 30 წლის წინ ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად ითვლებოდა და აშშ-დან მან მიიღო დახმარება 15 მლრდ დოლარის გარანტიის სახით, რომელიც გონივრული მენეჯმენტის წყალობით გაორმაგდა და საბანკო სფეროს ჩართულობით დღეს ისრაელი წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას. დღეს ჩვენ პირველად გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, მთავარია 6 მილიარდი გადანაწილდეს ისე, რომ რამდენიმე ყველაზე პრიორიტეტულმა დარგმა დაიწყოს აღორძინება, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა, ენერგეტიკა და ადგილობრივი ბიზნესის ამუშავება. კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, თუ ეს ფონდი დააფინანსებს იმ პროექტებს, რომელთა ავტორებს არ გააჩნიათ უნარი იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ამიტომ სასურველად მივიჩნევ სპეციალური გადამზადების ცენტრების შექმნას. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის კარგი იქნება თუ საქართველო გამოიყენებს თურქეთისა და ისრაელის მოდელებს. ამ სფეროს აღორძინებისათვის ჩართული უნდა იყოს 4 მხარე: სახელმწიფო, ინვესტორი, მმართველი კომპანია და თანაინვესტირების ფონდი.
მე მინდა ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით მივაწოდო ინიციატივა, რომ თითოეულ ელჩს და სხვა ოფიციალურ წარმოამდგენელს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საზღვარგარეთ დაევალოს თვეში თუნდაც 2 ინვესტორის მოწვევა ჩვენ ქვეყანაში და ყოველმხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მოძლიერებას, ვფიქრობ სხვადასხვა სამინისტროებისა თუ სააგენტოების მივლინებები უაზროდ დახარჯული ფულია, როცა იმ ქვეყანაში საქართველოს ყავს მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები, ხოლო ამ უწყებებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ იმას, რომ ელჩებს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და მათ მიერ მოწვეულ სტუმრებს კი დაახვედრონ საინტერესო ბიზნეს წინადადებები და სასურველი საინვესტიციო გარემო.
აღსანიშნავია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ევროკავშირთან ურთიერთობა DCFTA -თან დაკავშირებით საინტერესოა იქედან გამოდმინარე, რომ საქართველო-ევროპას შორის სავაჭრო ზონის შექმნა პოტენციურ ინვესტორებს წაახალისებს, უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის კეთება, რადგან თითოეულ ინვესტორს ექნება მოლოდინი, რომ განხორციელებული ინვესტირების საფუძველზე მიღებულ პროდუქტს გაყიდის, როგორც ადგილობრივ ასევე ევროპულ ბაზარზე, ამ უკანასკნელის გარდა საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ჩვენი ხალხის არჩევანი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. თუმცა ხელისუფლება ვალდებულია ხალხს უთხრას სიმართლე, რომ ამ ხელშეკრულებაზე მიერთება ავტომატურად არ ნიშნავს სასურველი შედეგის დადგომას, ვინაიდან წარმოუდგენლად მიმაჩნია ბაზარზე იმ პროდუქტის გაყიდვა, რომელიც რეალურად ვერ პასუხობს ამ ბაზარზე არსებულ სტანდარტებს. დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ საქართველოში შეიქმნას საჭირო ინფრასტრუქტურა, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები, უნდა განხორციელდეს აგროსექტორის მცოდნე კადრების მოძიება და გადამზადება, საქართველომ უნდა შეძლოს ანტიმონოპოლიური საქმიანობის განხორციელება და პარალელურ რეჟიმში ყველა იმ მექანიზმის ამუშავება, რომელიც უზრუნვეყოფს პროდუქტის ხარისხის მართვას, სერტიფიცირებას და სტანდარტებში მოყვანას.
საინტერესოა საქართველოში მქომედი სავაჭრო პალატების აქტიურობა და აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო “საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის’’ უნიკალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის საქმიან კომუნიკაციას ყველანაირი შუამავლების გარეშე, ეს არის საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა და ეჭვგარეშეა მისი მომავალი წარმატება, რადგან სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სწორედ შუამავალი პირების მიერ დადგენილი ნაკლებად გონივრული და სამართლიანი სარგოების გამო ინვესტორი ინტერეს კარგავს ჩვენ ქვეყანაში საქმიანობაზე, საქართველომ უნდა შეძლოს რომ მაქიმალურად აღმოფხვრას კორუმპირებულ-კლანური სისტემების არსებობის ფაქტი.
მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით. მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თვალყურს ვადევნებ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი წარმატებული ევროპული კომპანიის “შინჰოფერისა’’ და “ვთბ’’ ბანკს შორის წარმოქმნილ სადავო ურთიერთობას, რის გამოც კომპანიის მიერ სამსახურიდან იძულებით დათხოვნილ იქნა ათეულობით საქართველოს მოქალაქე. კომპანიას ლოგიკური და სამართლიანი პრეტენზიები გააჩნია საბანკო დაწესებულების მიმართ, რომლის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო დამოკიდებულების შემსწრე თავად მე გავხდი სასამართლო პროცესზე. იმედი მაქვს ხელისუფლება ყოველმხრივ იზრუნებს საქართველოში საბანკო სექტორის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის განვითარებასთან, დასაქმებასთან და სახელმწიფო ბიუჯეტთან, ამასთან ერთად, სასურველია თავად ეს სექტორი იყოს მოტივირებული რომ ხელისუფლებასთან ერთად მოგების მიღების გარდა ზრუნავდეს კლიენტებზე, როგორც პარტნიორებზე და არ დაუშვას უსამართლო დამოკიდებულება მათ მიმართ.

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი
თავმჯდომარე
არასამთავრობო ორგანიზაცია
“საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცეტრი’’image

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0