x
image
natia.a
საბჭოთა ეროტიკა ანუ აკრძალული სილამაზე
image

"ქალი, ეს ადამიანი არ არის, ეს სხვა არსებაა."



image
საბჭოთა ეპოქის ფოტოგრაფი და რომანტიკოსი, რიმანტას დიხავიჩიუსი პირველი ფოტოხელოვანი იყო, რომელმაც სსრკ-ში ქალის სილამაზისადმი მიძღვნილი საავტორო ალბომი გამოსცა. ალბომმა, სახელწოდებით ყვავილები ყვავილებს შორის, რომელიც წარმოდგენილი იქნა 1987 წელს მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე, სკანდალური ეფექტი მოახდინა.

"იმ დროს ტოტალური ცენზურა არსებობდა. ეს თემა აკრძალული იყო და ვერც ერთი დასავლური წიგნი, რომელიც მას ეხებოდა გამოფენაზე ვერ მოხვდა. და უცბად რას ვხედავთ საბჭოთა სტენდზე, ლიტვურზე... სტენდს იმდენი მნახველი მიაწყდა, იძულებული გახდნენ ალბომი გაეტანათ. გაოცება იმდენად დიდი იყო, რომ კრიტიკისთვის დრო არავის დარჩა." - იხსენებს ფოტოგრაფი.



უცხოელ ექსპერტებს უკვირდათ, როგორ გაჩნდა ასეთი მაღალი დონის ფოტოგრაფია ქვეყანაში, სადაც შიშველი სხეულის ასახვა 70 წლის მანძილზე აკრძალული იყო.


რიმანტას დიხავიჩიუსი ყოველივე ამაზე არ დაფიქრებულა, იგი უბრალოდ იღებდა წარმავალი სილამაზის პოეტურ, მაღალხარისხიან ფოტოებს.


სტალინის ეპოქაში პატარა რიმანტასი მშობლებთან ერთად, ათასობით ლიტველის მსგავსად, ციმბირში იქნა გადასახლებულ. მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე დაკარგა დედა და "ხალხის მტრების" შვილებისთვის განკუთვნილ სპეცდაწესებულებაში მოხვდა, რიმანტასი არ გაბოროტებულა, პირიქით, ყველაში და ყველაფერში სილამაზეს ეძებდა.


image


"ახლა სილამაზეს სჭირდება გადარჩენა, მას უნდა გავუფრთხილდეთ, გადავცეთ სხვებს. აი, მაშინ დაიწყებს თავად სილამაზე სამყაროს გადარჩენას." - ამბობდა ფოტოგრაფი ჯერ კიდევ "აკრძალული სილამაზის" ეპოქაში.


image


დღეს კი, დიხავიჩიუსის აზრით, ხელოვნებაში უკვე ქალის სახის ექსპლუატაცია ხდება, რაც მისთვის მიუღებელია. "სხეულის წმინდა თემა პრიმიტიული პროდუქცი გახდა. მინდა დავტოვო ეს სფერო." - განაცხადა ფოტოგრაფმა.


image


ალბომი ყვავილები ყვავილებს შორის კი დღესაც რჩება უმაღლესი კლასის ფოტოხელოვნების ნიმუშად.


image



0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0