x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509001
პენსიონერმა ფულის შოვნის უნიკალურ მეთოდს მიაგნო

imageუამრავი ადამიანი ცდილობს ფულის მარტივად შოვნას, მაგრამ ხშირად მათი მცდელობები თაღლითობამდე დადის. ამერიკელმა პენსიონერმა ჰარიმ კი ფულის მარტივად შოვნის სრულიად კანონიერ გზას მიაგნო.
60 წლის ჰარი უნიკალურ მეთოდს ხმარობს იმისთვის, რომ დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოს. ის მის კუთვნილებაში არსებულ კუპიურებზე, წითელი მარკერით შემდეგი ტიპის წარწერას აკეთებს: „ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ დამიბრუნეთ ეს ბანკნოტი. ძალიან ღარიბი ვარ“. კუპიურაზე მითითებულია ჰარის სახლის მისამართიც.
ბანკნოტაზე გაკეთებული წარწერა, მის ვარგისიანობაზე არ მოქმედებს. ჰარი უბრალოდ სთხოვს ადამიანებს, მის მიერ დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას და მის ბანკნოტებზე ვერასდროს შეხვდებით იძულებითი შინაარსის წარწერას. საოცარია, მაგრამ ეს მეთოდი ამართლებს. ადამიანების უმეტესობა, ვის ხელშიც ჰარის მიერ დახარჯული კუპიურა ხვდება, ფულს მითითებულ მისამართზე აგზავნის, ანუ ჰარის მუდმივად შეუძლია მათი თავიდან დახარჯვა.

image

იმისათვის, რომ ფულის დაბრუნების ალბათობა გაზარდოს, ჰარი ძირითადად 1 დოლარიან კუპიურებს იყენებს, ვინაიდან 10 ან 20 დოლარიანთან განშორება უფრო რთულია, ხოლო 1 დოლარი არავის ენანება. ხშირად პენსიონერი ბონუსებსაც იღებს. თუ მისი წარწერიანი კუპიურა, ხელგაშლილი ადამიანის ხელში მოხვდა, ჰარი უკან 1 დოლართან ერთად, დამატებით 50 ან 100 დოლარსაც იღებს.
ხშირად პენსიონერს ფული სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ჰოლანდიიდან და ავსტრალიიდანაც უბრუნდება.
ჰარის არ სცხვენია იმის, რომ ფულს ამ ხერხით შოულობს. პენსიონერი თვლის, რომ ეს საკმაოდ სახალისოა და დარწმუნებულია, რომ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მის წარწერიან კუპიურას დახედავს, გაიღიმებს და კარგ ხასიათზე დადგება. პენსიონერს ხშირად თანხასთან ერთად წერილებსაც უგზავნიან, რომელთა უმეტესობაში ხალხი აღტაცებას გამოხატავს. მათ უკვირთ, რომ ფულის შოვნის ეს მარტივი ხერხი, თავად ვერ მოიფიქრეს.

5
47
4-ს მოსწონს
ავტორი:Leo_N
Leo_N
47
  
2013, 8 ნოემბერი, 18:42
შე ბოროტო:D:D:D
2013, 8 ნოემბერი, 18:14
მე არ დავაბრუნებ პირადად :D
2013, 8 ნოემბერი, 17:04
საქართველოში რომ გააკეთონ ასეთი ნეტა დაუბრუნებენ?:D:D:D
2013, 8 ნოემბერი, 15:26
ყოჩარ მაგას
2013, 8 ნოემბერი, 15:23
ძალიან სახალისო და ეფექტური მეთოდია:))
0 1 5