x
image
მანჩო 777
ფარშირებული კვერცხი :" ვენეციური სათამაშო"-ლამაზი და გემრიელი საუზმე
image
ინგრედიენტები:

კვერცხი(მოხარშული)-6 ცალი

კრაბის ჩხირები-125 გრამი

ჰოლანდიური ყველი-60 გრამი


კამა-1 კონა

მომზადება:

მაგრად მოხარშულ კვერცხებს მოვაჭრათ თავი და კოვზით ფრთხილად ამოვიღოთ გული.

გავაკეთოთ გულსართი:ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კრაბის ჩხირები დავჭრათ წვრილად, კამაც დავჭრათ წვრილად, ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში.

image

ამ შიგთავსით გამოვტენოთ კვერცხები, გადავაბრუნოთ და ფრთხილად, ისე რომ გულსართი არ გამოცვივდეს, დავდოთ სასალათეზე.

image

თავზე დავახუროთ თავისივე მოჭრილი თავი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

image

გემრიელად მიირთვით!

0
160
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0