x
image
სალო123
რა იწვევს ქერტლს და მისგან გათავისუფლების გზები

imageქერტლი – ეს არის კანის მკვდარი და აქერცლილი უჯრედები. ჩვეულებრივ, თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება ხდება თვეში ერთხელ. თუ გაარკვიე რომ ქერტლი გაქვს, ჯერ პრობლემის მიზეზი გაარკვიე და შემდეგ იმოქმედე. ქერტლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
ხისტი წყალი- თუ სახლში ხისტი წყალი მოდის, დააყენე ფილტრირომელიც წყალს გაწმენდს და დაარბილებს, ან თავი მინერალური (წყაროს) წყლით დაიბანე.
არასწორი კოსმეტიკა- როდესაც არასწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებებით სარგებლობ, მაგალითად მშრალ თმას ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით იბან, თავის კანის ცხიმიანობის ბალანსი ირღვევა.ესეც ქერტლის გამომწვევი მიზეზია. ასე რომ, თმის კოსმეტიკის არჩევის დროს ყურადღებით იყავით.
ცინკის დეფიციტი- კვების პროდუქტებიც და ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნიც ისე აირჩიე, რომ ცინკით მდიდარი იყოს.
ჰორმონალური ცვლილებები- თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი გამორიცხულია, მაგრამ ქერტლი მაინც გაქვთ, დერმატოლოგს ან ენდოკრინოლოგს მიმართე, შესაძლოა ამის მიზეზი დერმატოზი ან ჰორმონალური ცვლილებები იყოს.
გთავაზობთ ქერტლის მოშორების რამოდენიმე ხერხს:
1. დაამზადეთ ჭინჭრის ნაყენი - 1 ს/კ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააგრილეთ. გაწურული ნაყენი გადაივლეთ თმებზე.
2. სტრეპტოციტის 20 ცალი აბი კარგად დაფხვენით, გახსენით ცხელ წყალში და გადაივლეთ თმებზე დაბანის შემდეგ.
3.ამოიღეთ რაციონიდან ან შეამცირეთ რძის პროდუქტები, შაქარი, შოკოლადი და თხილეული.

0
393
5-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0