x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
პოდიუმიდან ვარსკვლავების გარდერობში-რჩეული სამოსი დიზაინერთა კოლექციებიდან
მსოფლიო მოდის დედაქალაქებში ჩატარებული სეზონური კოლექციების ჩვენების შემდეგ, დიზაინერთა ახალი ნამუშევრები ვარსკვლავების გარდერობში ინაცვლებს.

ვარსკვლავი-ქალბატონები აქტიურად ადევნებენ თვალყურს მოდის ბოლო ტენდენციებს და ირჩევენ სასურველ მოდელებს ცნობილი დიზაინერების კოლექციებიდან. რაც მათთვის სავსებით შესაძლებელია, თუ შემოსავლებს გავითვალისწინებთ.


პოდიუმზე ჩვენების დასრულების შემდეგ უკვე წითელ ხალიჩებზე ვხედავთ მოდურ სამოსს. ზოგიერთ ცნობილ ქალბატონს პირდაპირ გადმოაქვს პოდიუმზე წარმოდგენილი ნიმუში, ზოგიერთი კი განსხვავებულ იერსახეებს ქმნის.

პოპულარული ამერიკული სერიალის "ჭორიკანას" ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი ბლეიკ ლაივლი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, ბლეიკი პირველი ირგებს სასურველ მოდელს ბოლო ჩვენებებიდან.


გასულ კვირას მსახიობი ოფიციალურად გახდა L’Oréal Paris-ის სარეკლამო სახე. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ბლეიკი Balmain-ის ბოლო კოლექციის მოცისფრო-თეთრი ფერის კაბაში იწონებდა თავს.

image

ნიუ-იორკში გამართულ ახალი მულტფილმის პრემიერაზე კი ბლეიკი Burberry Prorsum-ის ბრჭყვიალა ქვედაბოლოში გამოცხადდა.

image


ლამაზმანმა მოდელმა დაუტცენ კრეზმა უკვე რამდენიმე მოდელი მოირგო დიზაინერთა კოლექციებიდან.

image

Missoni pre-fall 2013/14 კოლექციის კაბა


image

Michael Kors გაზაფხული 2014 კოლექციის კაბა


ჯულია რობერტსი Elie Saab-ის მომავალი გაზაფხულის კოლექციის ყვავილოვან კაბაში მომხიბვლელად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

image

ჯულია რობერტსი ჰოლივუდის ფილმების ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე


ახალი ფილმის პრემიერაზე 'August: Osage County"-ის პრემიერაზე ჯულია Dolce & Gabbana-ს მაქმანის წითელ კაბაში გამოცხადდა.

image


პენელოპა კრუსმა კი ახალი ფილმის 'The Counselor" პრემიერისთვის Nina Ricci-ის წითელი კაბა შეარჩია შემოდგომა-ზამთარი 2013/14 წლის კოლექციიდან.

image


ქეით ბოსუორტი Chrisopher Kane-ის მომავალი გაზაფხულის კოლექციის აბრეშუმის კაბაში, რუნი მარა Proenza Schouler-ის ბრწყინვალე სამოსში, დიანა კრუგერი Jonathan Saunders-ის წითელ კაბაში წლევანდელი გაზაფხულის კოლექციიდან, ნატალია ვოდიანოვა Givenchy-ის საგაზაფხულო კოლექციის სამოსში, ჰეილი სტეინფილდი Saint Laurent-ის დახვეწილ ანსამბლში, ჯოან სმოლსი Alexander Wang-ის კომბინეზონში...- საუცხოოდ და მოდურად გამოიყურებოდნენ.

image

Chrisopher Kane გაზაფხული 2014; ქეით ბოსუორტი


image

Jonathan Saunders გაზაფხული 2013; დიანა კრუგერი


image

Alexander Wang შემოდგომა-ზამთარი 2013; ჯოან სმოლსი


image

Saint Laurent გაზაფხული 2014; ჰეილი სტეინფილდი


image

Chanel შემოდგომა 2013; პოპი დელავინი


image

Proenza Schouler გაზაფხული 2014; რუნი მარა


image

Givenchy გაზაფხული 2013; ნატალია ვოდიანოვა

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0