x
image
ტორნადო07
ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე – მედუზა Turritopsis Nutricula (2 ფოტო + 1 ვიდეო)
როგორც მეცნიერებმა აღმოაჩინეს დედამიწაზე უკვდავი არსებები ბინადრობენ, ეს არის Turritopsis Nutricula-ის სახეობის მედუზა. ეს უჩვეულო არსებები არასოდეს კვდებიან თავისი სიკვდილით. image


გენეტიკოსები და ზღვის ბიოლოგიის სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.

ამ სახეობის მედუზები დიდი ზომებით არ გამოირჩევიან, მათი დიამეტრი 4-5 მმ-ს აღწევს. სხვა მედუზებისაგან განსხვავებით, რომლებიც რეპროდუქტიული ციკლის გავლის შემდეგ კვდებიან მედუზა Turritopsis Nutricula უბრუნდება უვენილურ სტადიას.


მეცნიერები თვლიან, რომ ეს პატარა მედუზა ჰიბრიდი Turritopsis Nutricula ერთადერთი ორგანიზმია დედამიწაზე, რომელსაც რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი აქვს. აღნიშნული ციკლი მას შეუძლია უთვალავჯერ შეარულოს, რაც მედუზას პრაქტიკულად უკვდავებას სძენს.image



ამ მედუზის სამშობლო კარიბის ბასეინია. მედუზას განვითარება 2 სტადიად იყოფა, პოლიპები და მედუზა. მედუზას ფორმას ეს არსება რამოდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს, შემდეგ კი ისევ პოლიპის ფორმას უბრუნდება, ასე გრძელდება უსასრულოდ.

0
1766
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1766
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0