x
image
ირაკლი ხირსელი
ცელულიტი, ექვემდებარება თუ არა იგი მკურნალობას?

ეს სხვა არაფერია თუ არა ცხიმი კანის ქვეშ. პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როდესაც ცხიმი შემაერთებელ ქსოვილს გარეთ გამოდის. ცელულიტი ნამდვილად არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა ადამიანები ძალიან აქტიურად ცდილობენ თავი დააღწიონ ამ პრობლემას, რადგან ის არასასიამოვნო შესახედია.
მას იწვევს:
ვიტამინებით დაცლილი საკვები

არასწორი დიეტები

დაბალი მეტაბოლიზმი

ნაკლები ფიზიკური მოძრაობა

ჰორმონალური ცვლილებები

დეჰიდრატაცია

სისქე და კანის ფერი.

რაც შეეხება მკურნალობას, დღეს უკვე ძალიან ბევრი პროდქუტი არსებობს, რომელთა მოხმარების შედეგად შეიძლება ამ პრობლემისგან განთავისუფლება, თუმცა ყველა ყოველთვის ეფექტური არ არის.
მასაჟს და სპა თერაპიას შეუძლიათ მხოლოდ დროებითი ეფექტი მოახდინონ და იცოდეთ, რომ ამ საშუალებებით ცელულიტისგან სრულად ვერ განთავისუფლდებით.
ლაზერული მკურნალობა ცელულიტებთან საბრძოლველად ძალიან პოპულარული საშუალებაა, მისი საშუალებით ხდება კანქვეშ არსებული ცხიმის გროვების დაშლა, ლაზერი ასევე ასტიმულირებს უჯრედებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაცაა.
image

0
429
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0