x
image
მანჩო 777
საუზმე ჩიპსებზე
image
ინგრედიენტები:

ყველი- 100 გრამი

პამიდორი- 300 გრამი

ნიორი- 2 კბილი


მწვანილი- გემოვნებით

მაიონეზი-100 გრამი

კარტოფილის ჩიპსები- რამოდენიმე ცალი

ზეთისხილი-გასაფორმებლად

მომზადება:

პამიდორი წვრილად დავჭრათ, თუ ძალიან წვნიანია, წვენი გადავღვაროთ. მწვანილი დავჭრათ, ნიორი დავაქუცმაცოთ, ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

ავურიოთ ფრთხილად ერთმანეთში პამიდორი, ყველი, მწვანილი და ნიორი. დავამატოთ მაიონეზი.

მიღებული მასა ფრთხილად გადავიტანოთ ჩიპსებზე, მოვრთოთ მწვანილით და ზეთისხილით.

რადგან ჩიპსები შეიძლება დადნეს, შევეცადოთ ეს სალათა მოვამზადოთ უშუალოდ საუზმის წინ.

გემრიელად მიირთვით!

0
75
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0