x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ასტროლოგია და სუნამო-რომელი არომატი შეეფერებათ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს
ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანს თავისი უნიკალური პარფიუმერული კომპოზიცია შეესაბამება. პერსონალური ჰოროსკოპის თავისებურების გათვალისწინებით უშეცდომოდ შეძლებთ "საკუთარი სურნელის" პოვნას.

image

ვერძი

მოთმინება და ტაქტიკურობა არ გახლავთ ვერძების ძლიერი მხარე.


ამ ცეცხლოვანი ნიშნის დევიზი არის "იარე წინ და არასდროს დანებდე". ენერგიული და ფეთქებადი ხასიათის ვერძებს არ დააკმაყოფილებს გრილი არომატები. მათი სტიქია ღრმა, მრავალტონიანი სუნამოა ხის და ციტრუსის შლეიფით.

image

ვერძებს უყვართ თბილი ტონები სანდალის, მშრალი კედრის და ვეტივერის. ქალი-ვერძები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცურ ან უნისექსის ტიპის სუნამოებს.

ვარსკვლავების რეკომენდაცია კი ასეთია:

Velvet Tender Oud (Dolce&Gabbana), Amber Mystique
(Estee Lauder), Ange Ou Demon Le Secret (Givenchy), Chanel №5 (Chanel).

image


კურო

ყველგან ეძებს ჰარმონიას და სილამაზეს. გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში მას ეხმარება ახალი, ყვავილოვანი, ხილის და ბუნების პარფიუმერული კომპოზიცია, რომლის საფუძველია აღმოსავლური ვარდი, წითელი მოცხარი, ბერგამოტი, გარდენია, დახვეწილი ჟასმინი და წყლის შროშანი.

ვარსკვლავების რჩევები:
La Vie Est Belle (Lancome), Diorissimo (Christian Dior), ChicPetals (Cheap And Chic Moschino), Velvet Desire (Dolce&Gabbana).

image

image


ტყუპები

მათი სტიქია არის ჰაერი, ამიტომ ისინი ხშირად იცვლიან სურვილებს, მაგრამ ყოველთვის სურთ იყვნენ გამორჩეულები და ხელმძღვანელები. ტყუპები არჩევანს ერთ არომატზე არ აჩერებენ, ისინი ინსტინქტურად ანიჭებენ უპირატესობას რთულ თაიგულებს, რომლის შლეიფი შედგება ცისტრუსების, თეთრი იორდასალამის, ტყის ენძელას, ტუბეროზას, სიცილიური ფორთოხლის ფოთლების, შავი მოცხარის ნოტებისგან

ვარსკვლავების რჩევაა:

Yohji Senses (Yohji Yamamoto), Saharienne (Yves Saint
Laurent), L'Eau par Kenzo, Aqua Allegoria Nerolia Bianca (Guerlain).

image

image

კირჩხიბი

წყლის ბუნება მჟღავნდება კირჩხიბის ხასიათში. ისინი აფასებენ კომფორტს და მშვიდ ატმოსფერს. მათი პარფიუმერული პალიტრაში შედის ზღვის ბრიზის, ზაფხულის ზამბაზის, მუსკუსის და ამბრის არომატები.

ვარსკვლავების რჩევაა:
Chanel Beige (Chanel), Acqua di Gioia Eau Fraiche

(Giorgio Armani), Love Eau Florale (Chloe).

image

image


ლომი

დაბადებიდან ლიდერია ყველაფერში, მას არ უყვარს კომპრომისი. ლომები გულდასმით ირჩევენ შესაფერის არომატს, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის პარფიუმერული ბრენდის პოპულარობა.

სიძლიერის, წარმატებულობის და ეფექტურობისკენ სწრაფვას ისინი გამოხატავენ დამასკური ქლიავის, ვანილის ხავერდოვანი ნოტის, ხავსის და გვიმრის სურნელის არჩევით.

ვარსკვლავების რჩევაა:

Just Cavalli (Roberto Cavalli), Opium Vapeurs de Parfum

(Yves Saint Laurent), J`Adore (Christian Dior).

image

image


ქალწული

მგრძნობიარე და ამავდროულად გონიერი ქალწულის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს არომატები.

მიწის სტიქია განსაზღვრავს მათი პარფიუმის არჩევას: ლაკონურის

და ბუნებრივის-ხის და ზღვის, ყვავილების კომპოზიცია, რომლის შუაგულში არის სანდალის, ფაჩულის, ბერგამოტის, ვარდის და მუსკუსის ნოტები.

ვარსკვლავების რჩევაა:

Armani Prive: Figuier Eden (Giorgio Armani),

Etro Lemon Sorbet (Etro), 5th Avenue Gold (Elizabeth Arden), Dior La Collection Couturier Parfumeur: Granville (Christian Dior).
image

image

სასწორი

ისწრაფვის კლასიკისკენ, თუმცა ძველმოდური არ არის, პირიქით მათი არჩევანი გამოცდილია დროში და ხარისხის ნიშანი აქვს. სასწორს არ უყვარს ექსპერიმენტები, უპირატესობას ანიჭებს საკულტო არომატებს, რომელთა საბაზო ნოტებია-სანდალი, კედრი, ბერგამოტი, იმბირი, გარდენია, ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ლავანდა. ახალი სუნამოს არჩევისას სასწორებს დააინტერესებთ სამეფოს ვარდის არომატი.

ვარსკვლავების რჩევა:

Cashmere Mist (Donna Karan), Coco Eau de Parfum (Chanel),

O Oui! (Lancome).

image

image


მორიელი

ყველაზე მებრძოლი და ექსტრავაგანტული ნიშანია, თუმცა მეტად მშვიდად ირჩევს არომატს. ის ხელმძღვანელობს პრინციპით " ან ყველაფერი ან არაფერი". მორიელის არსენალში არის როგორც პოპულარული მასობრივი პროდუქტი, ასევე დახვეწილი, სახელობითი სუნამოები. მას იზიდავს ცივი ყვავილოვანი და ხის და ხავსის ნოტები.

ვარსკვლავების რჩევაა:

Miracle (Lancome), Essence (Narciso Rodriguez),

Comme des Garcons (Comme des Garcons).

image

image


მშვილდოსანი

მეტად გულდასმით ირჩევს არომატს. მათთვის სუნამო მთელი ისტორიაა, რომელიც გვერდით მყოფმა უნდა ამოიცნოს. ოპტიმისტი, ენერგიული და თავდაჯერებული მშვილდოსნები კომფორტულად გრძნობენ თავს ეგზოტიკური და ტკბილი არომატების გარემოში- თეთრი ორქიდეა, მუსკუსის კოქტეილი, ზამბახი, ნარცისი, ტყის იები-გახლავთ მათი არჩევანი.

ვარსკვლავების რჩევა:

DKNY Be Delicious Art (Donna Karan), Un Air d’Escapade (Givenchy), Tropical Splash: Hibiscus (Marc Jacobs).


image

image

თხის რქა

მეტად აკურატულია პარფიუმერიის მოხმარებაში. სხვადასხვა სიტუაციისთვის გულდასმით არჩევს არომატს, უპირატესობას ანიჭებს ოდნავ შესამჩნევ კომპოზიციებს. არომატი, რომელიც არ იწვევს თხის რქაში დისონანს ბუნებიდან არის აღებული: შროშანი, იორდასალამი, ალპური ბალახი, იმბირი, ლიმონურა, კიპარისი.

ვარსკვლავების რჩევაა:

Aqua Allegoria Lilia Bella (Guerlain), Sheer Beauty (Calvin Klein), Body (Burberry Parfums).

image

image

image


მერწყული

თავისუფლების მოყვარული მერწყულები პირველ რიგში პარფიუმერიაში აფასებენ ორიგინალურობას. მათ არ შეეფერებათ მონო-არომატები, რომელიც ბალახის ან ყვავილოვანი კომპოზიციისგან შედგება. მერწყულებს მოსწონთ არომატები რთული თაიგულით, ე.წ შიპრის, კარამელის და ინდური ტკბილეულობის ნოტებით.

ვარსკვლავების რჩევა:
Musc de Samarkand (Les Nereides), Hypnose Senses (Lancome), L'Instant Magic (Guerlain).

image

image


თევზები

ყველაზე წინააღმდეგობრივი ნიშანი. იმპულსური ბუნების გამო ისინი ერთ ადგილას ვერ ისვენებენ-მუდმივ ძიებაში არიან და არომატი გამონაკლისი არ არის. მათ იზიდავთ ზღვის ნოტიო ჰაერის, ახალ მოთიბული ბალახის, შროშანის, ჟასმინის, ზამბახის და იის ნოტები.

ვარსკვლავების რჩევა:

Aqua Allegoria Herba Fresca (Guerlain),

Eau Indigo Pour Femme (Kenzo), Jour Pour Femme (Hugo Boss)

image

image

2
1838
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1838
  
2019, 13 ივნისი, 10:48
რეალურად ეს ვერ იქნება ბოდვა იმიტომ რომ ზოდიაქოს ხასიათის და მისი თვისებების შესაბამისად არის შერჩეული ეს არომატები მაგრამ ვარსკვლავების რჩევა ვერ იქნება იმიტომ რომ ვარსკვლავებმა რა ჯანდაბა იციან სუნამოებისა :D :D :D
2017, 24 მაისი, 22:37
რა ბოდვაა?! ვინ გითხრატ ეს, პარფიუმერმა?
0 1 2