x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვეშაპისმაგვარი ზვიგენი–ყველაზე დიდი თევზი მსოფლიოში.
image ყველაზე დიდ თევზად ითვლება არა ცისფერი ვეშაპი, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ, არამედ ვეშაპისმაგვარი ზვიგენი.სპეციალისტებმა აღიარეს რომ, თევზებს შორის

image
ყველაზე დიდი და გიგანტური, სწორედ ვეშაპისმაგვარი ზვიგენია.მისი საშუალო სიგრძე 10-12 მეტრამდე მერყეობს.ხოლო გიგანტურის სიგრძე კი 18-20 მეტრს აღწევს.წონა კი ამ გიგანტური ზვიგენის აღწევს 12-14ტონას.გასული საუკუნის ბოლოს აღმოჩენილი იყო ისეთი ზომის, რომლის წონა 34 ტონას აღწევდა.ეს ფაქტი აშკარად მეტყველებს ამ სახეობის თევზების მრავალფეროვნებაზე.ჩვეულებრივი ზვიგენებისგან განსხვავებით, ვეშაპისებური ზვიგენები, გამოირჩევიან თავიანთი მშვიდი ბუნებით და ადამიანებისთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენენ.ამიტომ მცურავებს შეუძლიათ თავისუფლად იცურონ ამ ზვიგენების გვერდით.შეუძლიათ ზურგზეც შეახტნენ და ისე ისეირნონ კიდეც.საშიში მათი კბილები კი არ არის, არამედ ღონიერი კუდი, რომლის დარტყმამაც შეიძლება ადამიანი მოკლას კიდეც.

image





image
ის ცურავს ძალიან ნელა.ავითარებს მხოლოდ 5კმ/სთ-ში.ისინი ძირითადათ ცურავენ წყლის ზედაპირზე, რის გამოც ხშირად იღუპებიან ხომალდებთან შეჯახების გამოც.იკვებებიან ეს თევზები წყლის პატარა ბინადრებით.

მსოფლიოში ეს ყველაზე დიდი თევზი გვხვდება ძირითადად წყნარ ოკეანეში და კარიბის წყლებში.ზოგჯერ კი გვხდება მსოფლიოს თბილი წყლების სანაპიროზეც.

რამდენიმე ათეული წლის უკან არც ისე პოპულარული იყო ამ გიგანტური თევზების სახეობა.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აზიის ქვეყნების მეთევზეებში ამ თევზის დაჭერამ.რის გამოც განადგურება დაიწყო ამ უნიკალურმა ჯიშმა.ამიტომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში დაიწყო მასობრივი აკრძალვა, ამ ჯიშის ზვიგენზე ნადირობის.ბრაკონიერები მაინც ახერხებენ ამ თევზის დაჭერას და ამიტომ დღითიდღე უფრო ნაკლებად თუ შევხვდებით ამ სახეობის დიდ ეგზემპლიარს.რაც ძალიან სამწუხაროა.

imageimageimage


image

image

image

imageimage

0
2971
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
2971
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0