x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134584
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ინტერვიუ ნიკა მელაძესთან
ნიკა მელაძე ხალხმა პროექტ "ახალი ხმიდან" გაიცნო, მას ასევე აქტიური მაყურებელი ჰყავს Youtube-ზე, სადაც იგი ანთავსებს საკუთარ ქავერებს. ნიკას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდი და დავითანხმე ინტერვიუზე.


შეგიძლიათ ნახოთ ნიკას ერთ-ერთი გამოსვლა:




imageგამარჯობა, ნიკა! მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე.


პირველ რიგში მინდა გკითხო, სად გაატარე ზაფხული?


გამარჯობა. ზაფხულის პირველი ნახევარი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დაჩაზე გავატარე.


სეზონის გახურებისას დედაქალაქს თავი გავარიდე და სრულიად მარტო ბათუმში გადავინაცვლე, სადაც შემდგომ მეგობრებიც შემომიერთდნენ.


აქტიური ქლაბერი ხარ, საჯარო ადგილებს არ ერიდები, რაც შენს სოციალურ ქსელებზეც აისახება, რამდენიმე თვეა ამ მხრივ პასიურობ, რა ხდება?


ვისვენებ. ძალიან ცვალებადი ვარ. შემიძლია მოულოდნელად და უცერემონიოდ მოვწყდე ყველაფერს. ბოლო პერიოდია ჩემს ფსიქოლოგებთან არტ-თერაპიას გავდივარ, ძალებს ვიკრებ, ამასთანავე ვმუშაობ ძალიან ბევრს საკუთარ საქმეში. სულ ესაა.


ახსენე ფსიქოლოგი, მოხდა შენს ცხოვრებაში ნეგატიური, რამაც

არტ თერაპია

მათთან მიგიყვანა?


ფსიქოლოგი ყველა ადამიანს სჭირდება, იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ეტაპზე ადამიანი იწვება და განახლება სჭირდება. ჩემს გარშემო ხმაურის ფონზე, პროექტიდანაც გამომდინარე გადავიტვირთე და ასმაგი ძალებით ვემზადი სიახლეებისთვის.





თმის ვარცხნილობას საკმაოდ ხშირად იცვლი, რა განაპირობებს ამას?



ნიკა მელაძის თმის ვარცხნილობებიბუნებრივად მაქვს ხვეული თმა. როგორც გამოვიყურები ანალოგიურად ვგრძნობ საკუთარ თავს - ჩემი ვარცხნილობა, ტანსცმელი, თუ აქსესუარი ჩემი პიროვნების გამოხატულებაა.

ჩემი ცვალებადობიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ ეს.



შენი გული დაკავებულია?


კი, არსებობს ადამიანი, რომელთან ერთადაც თავს ვგრძნობ კარგად, არ მინდა ამაზე საუბარი.


კრიტიკა როგორ მოქმედებს შენზე?


კრიტიკა უარყოფითად სუსტ ადამიანებზე აისახება, ჩემს გარშემო რაცimage
ტრიალებს უმეტესობა მოსალოდნელი იყო ჩემთვის. მე მოვედი ჩემი პერსონალური იმიჯის და ხმის კონტრასტით, რომლითაც საქართველო განებივრებული არაა, ეს მოსწონს ჩემს აუდიტორიას.


სამომავლო გეგმები გაგვანდე.


ახლო მომავალში ვაპირებ სიმღერის ჩაწერას, დანარჩენისგან თავს შევიკავებ.


დაბოლოს, რას ურჩევდი შენს თანატოლებს?


სიტყვა "არა"-ს არასდროს მიენდონ.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატალი22
ნატალი22
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0