x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქილაში გაცოცხლებული მოგონებები
მოგონებები... რაც დრო გადის მით მეტად ძვირფასი და თბილი ხდება... მით მეტად გვინდება წარსულში ერთი წუთით მაინც დაბრუნება... დროის გაჩერება კი შეუძლებელია...


მაგრამ ასახვაა შესაძლებელი, დროის ასახვა ფოტოზე. უბრალო ქაღალდზე, რომელიც ათას მოგონებას აგვიშლის: ტკბილსა თუ მწარეს, სასიამოვნოსა თუ უსიამოვნოს.


უბრალო ქაღალდი... არადა თურმე ეს უბრალო ქაღალდი მშვენიერ, ქილაში დატყვევებულ მოგონებად შეიძლება ვაქციოთ. როგორ?


ამისთვის დაგჭირდებათ:



1. სასურველი შავ-თეთრი ფოტო;

2. ცარიელი მინის ქილა (უმჯობესია თუ დეკორატიული ფორმის იქნება);

3. საჭმელი ზეთი, თუმცა შეგიძლიათ ზეთის გარეშეც გააკეთოთ;

4. გამხმარი ყვავილები, ფოთლები, მცირე ზომის ტოტები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დეკორაციისთვის გამოგადგებათ.


ყველაფერი ძალიან მარტივია: უბრალოდ მოათავსეთ ფოტო ქილაში, მასთან ერთად ჩადეთ გამხმარი ყვავილები, ფოთლები, ან ნებისმიერი ნივთი, რაც ფოტოზე ასახულ ემოციებს გახსენებთ, გაავსეთ ქილა ზეითუნის ზეთით და... ნახავთ, როგორ გაცოცხლდება თქვენი მოგონებები.


image


ზეთის გარეშეც შეგიძლიათ დატოვოთ, ეფექტი მაინც მშვენიერი იქნება.


image


ამგვარ ქილას ემოციური და დეკორაციული დატვირთვა ერთდროულად აქვს და გაცილებით ლამაზია, ვიდრე უბრალოდ ჩარჩოში ჩასმული თუნდაც ფერადი ფოტო.


imageimageimageimageimage

გაუფრთხილდით მოგონებებს...


1
298
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
298
  
2013, 26 ოქტომბერი, 19:47
ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ზეთის ეფექტით :)
0 1 1