x
image
natia.a
სად და ვის მოჰყავს უზარმაზარი ბოსტნეული
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ არასტანდარტული ზომის ბოსტნეულს, რომელთა ზომები ადამიანს არა მხოლოდ აოცებს, არამედ ზოგჯერ აშინებს კიდეც. მაშ ასე, დაათვალიერეთ ფოტოები და შეიტყვეთ, სად და ვის მიერ იქნა მოყვანილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ბოსტნეული?


1. გოგრა, რომელიც 800 კგ.-მდე იწონის, მოიყვანა ამერიკელმა ტედ სტარმა თავის ფერმაში, ორეგონის შტატში.

image


2. ყაბაყი, რომლის წონა არის 44 კგ. ეკუთვნის ბრიტანელ ჯო ატერტონს (შვილი).



image


3. ჯო ატერტონის (მამა) მოყვანილია 80 სმ-იანი კიტრი და 1, 5 კგ.-იანი კარტოფილი.


image


4. ამ ფოტოზე კი წარმოდგენილია 30 კგ.-იანი კომბოსტო.


image


5. ჩინელმა იან ხუამ ბოსტნეულით მოვაჭრისგან შეიძინა 4, 5 კგ.-იანი სოკო. ვაჭარმა განაცხადა, რომ იგი ტყეში იპოვა. შემოწმების შემდეგ ექსპერტებმა სოკო საჭმელად ვარგისად გამოაცხადეს.


image


6. ეს კი უნგრეთში მოყვანილი ჭარხალია, რომლის ზომა არ არის ცნობილი, თუმცა აშკარად შთამბეჭდავია.


image


7. ბრიტანელი ფილიპ ვაულსი, რომელიც გიგანტური ბოსტნეულის მოყვანით არის განთქმული, ამ ფოტოზე გადაღებულია 7 კგ.-იან კიტრთან ერთად.


image


8. ეს კი ისევ ვაულსის მიერ მოყვანილი 51 კგ.-იანი ყაბაყია.


image


9. 8 კგ.-იანი ხახვი პიტერ გლეიზბრუკისგან.


image

10. იზრაელში მცხოვრებმა იცხაკ იზდანპანამ 1, 5 მ-ის სიგრძის კიტრი მოიყვანა ყველანაირი ქიმიური დნამატების გარეშე.


image


11. ისევ ისრაელის მცხოვრებმა, ნისან ტამირმა 21 კგ.-იანი ბოლოკი მოიყვანა.


image

12. ჩინელი ლიუ ფენბილი, თავის მანდარინის პლანტაციაში უკვე რამდენიმე წელია ასეთი ზომის მანდარინებს იღებს.


image


13. ისრაელში მცხოვრები პატარა ავიშაგ ლევი უზარმაზარ ავოკადოსთან ერთად.


image

14. ბრიტანელი ბიჭუნა, ჯეიმი კორსტონი უზარმაზარ ვაშლთან ერთად, რომელიც მისი ოჯახის კუთვნილ ბაღში გაიზარდა.


image


15. ბრიტანელი პენსიონერი ქალბატონის, კლერ პირსის მიერ მოყვანილი, 11 სმ-ის კიტრი.


image


16. კენ რაიანის მიერ მოყვანილი 392 კგ.-იანი გოგრა.


image

2
83
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
83
  
2013, 26 ოქტომბერი, 9:21
ქიმიური დანამატების გარეშე მოიყვანაო, საჭმელად ვარგისად გამოაცხადესო... მე ეჭვი მეპარება. ამ ისრაელში მაინც რა ხდება, მართლა ატომური ბომბები აქვთ სახლებში? :) (ერთი ანეგდოტი გამახსენდა ებრაელზე და იმიტომ დავწერე: რა ძვირი ყოფილა ეს ბომბი, ნეტა ჩემს ეზოში ჩამოაგდონო!)
2013, 25 ოქტომბერი, 17:12
შთამბეჭდავია, თუმცა ასეთი დიდი ზომის ბოსტნეულის ჭამას არ გისურვებთ: ნიტრატებითაა სავსე:)
0 1 2