x
image
maia
მწვანე სალათა ქათმის ხორცით და ცისფერი ყველით
imageშემადგენლობა:

ქათმის მოხარშული ფილე-1 ცალი;

თეთრი ღვინის ძმარი- 1 სუფრის კოვზი;

მარილი გემოვნებით;


ყველი (უმჯობესია ცისფერი ანუ ობიანი)- 100გ.

20 %-იანი ნაღები- 1 სუფრის კოვზი;

ზეთი- 1 სუფრის კოვზი;

სალათის ფურცლები- 1 კონა.


მომზადება:

აურიეთ ზეთი, ძმარი და ნაღები კარგად. შეამზადეთ მარილით

და პილპილით. ყველი დაფხვენით და შეურიეთ;

კარგად ამოურიეთ.

გარეცხეთ სალათის ფურცლები, გააშრეთ, დააცალკევეთ და მსხვილად დაჭერით. გაანაწილეთ 4 თეფშზე.

ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და დააწყვეთ სალათის ფურცლებზე. ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.

გემრიელად მიირთვით











0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0