x
image
t.x.
მაკიაჟის ოსტატი საოცრებებს ქმნის(+ ფოტოგალერეა)

imageთუ გგონიათ რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები მზეთუნახავებად არიან დაბადებულნი, ძალიან ცდებით. მათი სილამაზის საიდუმლო გრიმიორებისა და ვიზაჟისტების ხელოვნებაშია დამალული. მაგალითად შეგვიძლია მოგიყვანოთ რუსი ვიზაჟისტის ვადიმ ანდრეევის შემოქმედება, რომელიც საოცრებებს სჩადის. ის თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მაკიაჟის დახმარებით როგორ შეიძლება საკმაოდ შეუხედავი გოგონა იქცეს ჰოლივუდის ვარსკვლავის მსგავს ლამაზმანად.

ნიჭიერი ვიზაჟისტი ვადიმ ანდრეევი სანტ-პეტერბურგში ცხოვრობს. ის ვიზაჟის ხელოვნებას 16 წლიდან ეუფლება. თავიდან ეს მხოლოდ მისი ჰობი იყო, თანაც ახალგაზრდა მამაკაცისთვის საკმაოდ უჩვეულო. შემდეგ ის სტილისტ-ვიზაჟისტის სპეციალობას დაეუფლა. სულ მალე კი თავისი ტალანტის წყალობით საოცრად პოპულარული გახდა. ახლა მას უკვე ჰყავს ჯგუფები, რომელთაც ასწავლის პროფესიული მაკიაჟის გაკეთების წესებს. ამავდროულად ის მუშაობს სხვადასხვა სერიალების მსახიობებისთვის, რითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს თავისი ხელოვნების დემონსტრირებას. ვადიმ ანდრეევის ვებ გვერდზე შეხვდებით ფოტოსურათებს, სადაც გოგონები არიან გადაღებულნი მაკიაჟამდე და მაკიაჟის შემდეგ. ამ ფოტოებით ვადიმს სურს თავის კლიენტებს დაანახოს, რომ გარდაქმნის ნებისმიერ მათგანს საოცარი სილამაზის ადამიანად. ვადიმის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას და დაგვანახოს ქალის ბუნებრივი სილამაზე ისე, რომ მის სახეზე გამოიყენოს მინიმალური რაოდენობის კოსმეტიკა. ასევე გვანახებს, რომ არსებობს ყოველდღიური მსუბუქი ვარიანტებიც.imageimageimageimageimageimage



1
220
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
220
  
2013, 22 ოქტომბერი, 15:39
მართლაც რომ საოცრებებია...:)
0 1 1