x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მსოფლიოს ყველაზე ექსტრავაგანტული სასტუმრო მიწის ქვეშ.
არქიტექტორთა ფანტაზია ჩარჩოებს რომ სცდება, ეს ყველას მოგეხსენებათ. დღეს კი ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყველაზე უმსხვილესი და უჩვეულო სასტუმროდ წოდებული "შიმაო", რომელიც მდებარეობს ჩინეთში, კერძოდ კი სუნცზიანის რაიონში. მისი უჩვეულობა კი გამოხატულია იმით, რომ მდებარეობს მიწის ქვეშ, რაც იძლევა კონკურენციის არსებობის ნაკლებ შესაძლებლობებს.

image

რამოდენიმე წლის წინ ბრიტანულმა ფირმამ "Atkins"-მა შესთავაზა ჩინელ ინვესტორებს, რომ სუნცზიანის რაიონში, ტიანმაშანის მთებში, 100 მეტრით მიწის სიღრმეში აეშენებინათ ექსტრავაგანტული ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და შეთანხმების შემდეგ, მხოლოდ 2012 წლის მარტიდან გახდა შესაძლებელი მშენებლობის დაწყება. სასტუმრო შედგება 19 სართულისაგან და მოიცავს 380 ნომრიან ოთახს.


image
imageimage


ინოვაციური დიზაინის ფუფუნებადი საკურორტო სასტუმროს 2 სართული მთლიანად წყლის ქვეშ იქნება მოთავსებული, სადაც სპეციალურად ხელოვნურად ტბასაც შექმნიან. "შიმაოს" ფასადის პირდაპირ ხედს კი დაამშვენებს ასევე ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერი, ხოლო ყველა დერეფნისა და ოთახის ფანჯრიდან კი ხედი მიმართულიიქნება მწვანედ აბიბინებული კლდეებისა და ჩანჩქერისკენ.

image

image



სასტუმრო ასევე აღიჭურვება გასართობი და სპორტული ობიექტებით- კლდეზე მცოცავი და თოკზე ასასვლელი მოწყობილობით, 10 მეტრი სიმაღლის აკვარიუმით, ხოლო სახურავი მთლიანად გადახურული იქნება ბალახითა და სპეციალური თერმული მასალით, რომელიც მოახდენს გეოთერმული ენერგიის გამოყოფას და ამგვარი გათბობით ელექტრო ენერგია დაიზოგება.

image
image




სასტუმროს დაპროექტებაში 555 მილიონი დოლარი დაიხარჯება და სავარაუდოთ გახსნას 2015 წლისათვის გეგმავენ, სადაც ერთი ღამის გატარება 320$-დან ეღირება.




ეხლა კი გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს, თუ როგორ გამოიყურებოდა ადგილი მანამდე, სადაც ასეთ უმშვენიერეს "შიმაოს" აშენებენ:

image

image

11
1111
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1111
  
2013, 1 ნოემბერი, 20:12
მიეცი გონებას გზა ფართოვო, ასეა მათი საქმე :)
2013, 1 ნოემბერი, 17:01
ჩინეთი აღარ ხუმრობს :)
2013, 27 ოქტომბერი, 14:55
მანდ მომახვედრაააა
2013, 21 ოქტომბერი, 13:56
ძალიან მაგარია მეგობარო:)))
2013, 20 ოქტომბერი, 20:13
ულამაზესია
2013, 20 ოქტომბერი, 14:59
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ;)
2013, 20 ოქტომბერი, 14:46
მართლა საზღვარი არ ააქვს ადამიანის ფანტაზიას რა....მაგარია, სიამოვნებით დავისვენებდი მაგ სასტუმროში
2013, 19 ოქტომბერი, 20:58
მადლობა ;)
2013, 19 ოქტომბერი, 20:55
საინტერესო სტატიაა, საინტერესო ფოტოკოლაჟით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10