x
image
ლარგო ვინჩი
რა უნდა ვიცოდეთ ყავისა და ჩაის შესახებ
image ნატურალური ყავის დიდებული, განუმეორებელი არომატი უფრო ინტენსიური გახდება, თუ მარცვლებს ერთი საათით ცივ წყალში მოათავსებთ, მერე კი ღუმელში გამოაშრობთ.

ყავის მარცვლები უნდა მოიხალოს იმდენი, რომ ერთი კვირა გეყოთ. იგი უნდა მოიხალოს ნელ ცეცხლზე. დაფქვა რეკომენდირებულია მოხარშვის წინ.

თუ ყავის მარცვლების სიახლეში ეჭვი გეპარებათ, ისინი მსუბუქად მოხალეთ და მაშინვე შეუდექით ამ მაცოცხლებელი სასმისის მოდუღებას. დაიმახსოვრეთ: ყავა არ უნდა აგიდუღდეთ, მხოლოდ

image


დუღილის ტემპერატურამდე უნდა მიიყვანოთ. ადუღებული ყავა კარგავს გემოსაც და არომატსაც, ქრება ქაფი, იკარგება სასარგებლო

თვისებათა დიდი ნაწილი.

ადუღების პირას მისულ ყავას ჩაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ცივი წყალი და ისევ შეაცხელეთ. საბოლოო მოხარშვის წინ აუცილებლად დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, რომელიც სასმელს პიკანტურ გემოს აძლევს და ყავის არომატსაც აძლიერებს.

ყავა დაფქვამდე, მარილ მოყრილ ტაფაზე მოხალეთ.

imageჩაის ნაყენის დასამზადებლად გამოიყენეთ მდუღარე წყალი. გადადუღებული წყალი ნაყენისთვის გამოუსადეგარია, ელექტრომადუღარით ადუღებული წყალი გამოიყენოთ. სასარგებლო ჩაი 2-3 წუთში მზადდება.

ჩაი რომ სურნელოვანი და მაგარი გამოვიდეს, საჩაიეში წინასწარ ჩაყარეთ ერთი მწკრივი შაქარი, შემდეგ ჩაყარეთ ჩაი და მდუღარე წყალი დაასხით.
image
image

2
272
12-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
272
  
2013, 19 ოქტომბერი, 13:03
საინტერესო რჩევებია. ყავაზე ვიცოდი, ჩაის შესახებ კი, შაქრის წინასწარ ჩაყრა ახალი იყო.
2013, 19 ოქტომბერი, 12:46
უკეთესია თუ ჩაის ჩაიდანშივე მოვხარშავთ და ყველაზე კარგი ჩაი როგორც ყავა ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ და არ უნდა ადუღდეს თორემ ისიც კარგავს სასარგებლო თვისებებს
0 1 2