x
image
K.P.
ნინა სუბლატმა ჯვარი დაიწერა
image"საქართველოს ვარსკვლავი" ნინა სუბლატი გათხოვდა, მისი რჩეული გიორგი შამანაური გახლავთ. მათი რომანის შესახებ ინფორმაცია თვეების მანძილზე ვრცელდებოდა, რასაც ნინაც ადასტურებდა, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა. მომღერალმა სოფო ტოროშელიძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "დღეს ხელისმოწერის დღე იყო. გილოცავთ ჩემო მარმელადებო". დათო შამანაურმა, სასიძოს ძმამ სურათები დააკომენტარა: "საქორწინო ღამეს გიორგი ჩემთან გაატარებს თვითმფრინავში". ამ ყველაფეს ნინაც გამოეპასუხა. "ჯერ არ გავთხოვილვარ და უკვე მიმაგდო"-წერს მომღერალი. ხალხი წყვილს უკვე ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს. ნინას პრესასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ მთელი მისი ძალისხმევა კარიერული წინსვლისაკენ იყო მიმართული.

image

ნინამ სკოლა წელს დაამთავრა და სამხატვრო აკადემიაშიც ჩააბარა. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძე გახლავთ:"8-9 წლის ვიყავი, როცა ეს მეტსახელი მოვიგონე. თავიდან ალბათ რაღაც შინაარსი ჰქონდა, რომელიც დღეს აღარ მახსოვს. იმის მერე ყველა ამ მეტსახელით მომმართავს".

მომღერალი რამდენიმე თვის წინ პიტო სეთურიძეზე გახლდათ შეყვარებული. წყვილი პრესას საკუთარი სიყვარულის ისტორიასაც უყვებოდა და საერთო ინტერვიუებითაც ანებივრებდა. მომღერლის მტკიცებით ის პეტოს საკუთარი რთული ხასიათის გამო დაშორდა, ვეღარ გამიძლოო.


ვუსურვოთ ნინას და გიორგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimageimage

0
835
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0