x
image
natia.a
გამოვიდა ჩიფსები მსოფლიო დიქტატორების გამოსახულებებით
"ერთხელ გაგვსინჯავთ და სხვა აღარაფერი მოგინდებათ." - ასეთი სლოგანით გამოვიდა ჰოლანდიაში ჩიფსების ახალი პარტია, რომელთა შეფუთვაზე მსოფლიოს ცნობილი დიქტატორებია გამოსახული. პროდუქტს 19 განსხვავებული არომატი გააჩნია, რომელთაგან თითოეულს თითო დიქტატორი შეესაბამება, მათ შორისაა: პუტინი, ლუკაშენკო, კადაფი, პინოჩეტი, სტალინი და სხვები.


დიზაინერი, ვირჯინი მორენჰაუტი (Virjini Morenhot ) აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი ბრენდი უფრო არტ-პროექტს წარმოადგენს. ამ გზით მას სურს ხალხს აჩვენოს, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. "შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პროექტი დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებაა. თუ დიქტატურა ბოროტებაა, რომელსაც ეს ადამიანები ჩადიან, მაშინ რატომ ვიჭერთ მათთან საქმეს?" - განმარტავს პროექტის ავტორი.


გთავაზობთ ამ ჩიფსებიდან რამდენიმეს ფოტოს.


1. რუსეთი


image


2. საბჭოთა კავშირი


image


3. ჩრდილოეთ კორეა


image


4. სირია


image


5. ბელარუსია


image


imageimage

3
51
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
51
  
2013, 14 ოქტომბერი, 22:26
რომ არ ამოჩიჩქნოს ალბათ ვინმემ:)))))))
2013, 14 ოქტომბერი, 22:24
ალბათ:) თან ეს თვალები რატომ აქვს დაფარული ვერ მივხვდი, სხვას ყველას უჩანს. რა დააშავა ამ "საწყალმა"? :))
2013, 14 ოქტომბერი, 22:22
პუტინის ჩიპს ალბათ არყის სუნი ასდის:)))))))))
0 1 3