x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
DT-3PR (რუსული)

image











DT-3PB არის ახალი რუსული მუხლუხიანი სამხედრო მანქანა, რომელიც 2012 წელს გამოაშკარავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსულმა არმიამ უკვე გამოსცადა იგი. ახალი სამხედრო-სატვირთო-გადამზიდავი მანქანა ჯავშნიანი DT-4P-ის ბაზაზეა დამონტაჟებული. რუსული გადამზიდავი მიაგავს Bv 206S-ს და BvS 10/Viking-ს ვიზუალური თვალსაზრისით. რუსეთს ამ ტიპის მანქანების წარმოებაში და გამოყენებაში დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, თუნდაც DT-10 და DT-30-ის წარმატებული “მოღვაწეობა” ავიღოთ, ამიტომ ახალი ჯავშან-გადამზიდავიც ძირძველი Vityaz-ის სერიას განეკუთვნება. DT-3PBშედგება ორი ნაწილისგან-წამყვანი ერთეულისა და მისი მისაბმელისგან, რომლებიც ახალი და მძლავრი საფიქსირებელი მოწყობილობითაა გადაბმული. მას შეუძლია გადაიყვანოს 10 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი და 3 ტონა ტვირთი. წინა წამყვან ერთეულში მოთავსებულია ძრავი და ეკიპაჟი, ასევე მოიძებნება ადგილი დესანტისთვისაც, ხოლო უკანა ნაწილში სრულად სატვირთო და სადესანტო ნაკვეთურია. მანქანა ასევე გათვლილია სპეციალური აღჭურვილობის და სხვადასხვა სახის იარაღის თუ საბრძოლო მასალის გადასატანად. DT-3PB-ის დაჯავშნის დონე გასაიდუმლოებელია,
თუმცა მისი დაჯავშნა მინიმუმ (გამომდინარე იქიდან, რომ ის გათვლილია სპეციალური აღჭურვილობის გადასატანადაც) მსხვლიკალიბრიანი
ტყვიამფრქვევის ტყვიებზე და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების გაძლებაზე მაინც იქნება გათვლილი. გადამზიდავი ასევე აღჭურვილია NBCდაცვის და ცეცხლის ჩამხშობი სისტემებით. DT-3PB-ის წინა წამყვან ერთეულზე, სახურავზე, დამონტაჟებულია
12.7 მმ-იანი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. ეს ტყვიამფრქვევი თავდაცვითი ფუნქციის მატარებელია, მაგრამ ეკიპაჟს მისი გამოყენება თითქმის არ მოუწევს, რადგან მანქანა მნიშვნელოვანი ტვირთების გადასატანადაა გათვლილი, ის მუდამ დაცული უნდა იყოს. მანქანას თავისუფლად შეუძლია მუშაობა არქტიკულ პირობებში. მისი მაღალი გამავლობა ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევებით დადგინდა, რომ DT-3PB-ი სიარულისას თავის წონას+მაქსიმალური ტვირთის წონის გათვალისწინებით
რელიეფს თანაბრად და მსუბუქად აწვება, რაც მას აძლევს საშუალებას გადალახოს თოვლიანი, ტალახიანი, ქვიშიანი და ქვიანი დაბრკოლებები, რომელთაც სხვა მაღალი გამავლობის ტექნიკა ვერ უმკლავდება ზოგ შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სწრაფად სიარულისას მანქანა მძიმდება, რაც მისი ორი ნაწილის ცალ-ცალკე მოქმედებას გამორიცხავს, ეს კი ახალი დიზაინის მეშვეობითაა მიღწეული. DT-3PB-ის ძრავა დაუზუსტებელი ინფორმაციით დიზელისაა. მანქანა ამფიბიურიცაა და მას წინაწარი მომზადებები არ სჭირდება წყალში ჩასვლის წინ. DT-3PB-ს მუშაობა შეუძლია -50-დან +50 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო დამოუკიდებლად მისი მოქმედება 72 საათს შეადგენს.

image

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0