x
image
maia
ასტროლოგიური პროგნოზი-მაისი
imageმეტად აქტიური იქნებით მუშაობის პროცესში. ენერგიულობის და შეუპოვრობის მეშვეობით
ადვილად გაართმევთ თავს მიმდინარე მოვალეობას, ასევე დაიწყებთ ახალ პროექტებს.
თვის პირველ ნახევარში გელოდებათ ბევრი ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან.
წარმატებულად ჩაივლის მოკლე მოგზაურობა, მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, მათ
შორის რომანტიკული ხასიათის. საქმიანი ურთიერთობა პროდუქტიული იქნება. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ მოგზაურობას. რადგან ისინი მეტად ხანგრძლივი და ნაკლებად შედეგიანი იქნება.


ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 26, 27.
არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 9, 10, 24, 25, 31.



imageმაისის პირველი ნახევარი მეტად ხელსაყრელი იქნება. შეძლებთ საკუთარი ნიჭის და
შესაძლებლობის ღიად გამოვლენას. წარმატება გელოდებათ ფინანსურ სფეროშიც. გაიზრდება
შემოსავლები, მომგებიანი საყიდლების შეძენის ალბათობა. თვის მეორე ნახევარში
გაანალიზებთ საკუთარ შინაგან სამყაროს, საკუთარი საქციელის ცვლილების მიზეზებს.
გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ის ხშირად არათანმიმდევრული იქნება, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში. ვერ შეძლებთ ხასიათის ღიად და
გულწრფელად წარმოჩენას, ნიჭს მხოლოდ შინაგანი განვითარებისკენ მიმართავთ. აქტიურობას გამოიჩენთ შემოქმედებით საქმიანობაში, ასევე პირადულ ცხოვრებაში.


ხელსაყრელი დღეები:1, 2, 9, 10, 19, 20, 28, 29.
არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 11, 12, 26, 27.



image

ოჯახურ საქმეებში მეტად აქტიური იქნებით. მეტ დროს დაუთმობთ საკუთარი ცხოვრების მოწყობას,
გაძლიერდება თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა, მონაწილეობას მიიღებთ
ოჯახური საკითხების მოგვარებაში. თქვენ აზრს გაითვალისწინებენ, თქვენი მონაწილეობის გარეშე ოჯახში გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თვის პირველ ნახევარში ღიად გამოამჟღავნებთ საკუთარ მომხიბვლელობას. კარგი დროა გარეგნობის შესაცვლელად. თვის მეორე ნახევარში გაანალიზებთ საკუთარ საქციელს და გარშემომყოფებთან ურთიერთობას.


ხელსაყრელი დღეები:3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31.
არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 7, 8, 14, 15, 28, 29.



imageმაისში გელოდებათ ბევრი მოგზაურობა. უფრო ხშირად იმგზავრებთ საკუთარი მანქანით ან
საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაძლიერდება ურთიერთობის ინტენსიურობა. ის უფრო
აქტიურად, ღიად ჩაივლის, თუმცა გაგიჩნდებათ მიდრეკილება კამათის, მწვავე
დისკუსიების მიმართ. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ფარული რომანტიკული ან
პლატონური გრძნობის წარმოქმნა. თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ მარტოობისას. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა, ძველი ურთიერთობის
განახლება.
ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 24, 25.
არახელსაყრელი დღეები:: 3, 4, 9, 10, 16, 17, 31



imageდიდ აქტიურობას გამოიჩენთ ფინანსურ სფეროში. შეძლებთ მეტი თანხის გამომუშავებას. თუმცა
მოიმატებს ხარჯებიც, რადგან ფულს უფრო ენერგიულად დახარჯავთ. ხელსაყრელი დროა
თამამი, მაგრად დაფიქრებული გადაწყვეტილების მიღებისთვის. თვის პირველ ნახევარში მეგობრებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება. გაგიჩნდებათ ახალი ნაცნობები და თანამოაზრეები. თვის მეორე ნახევარში დაიხლართება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.


ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 26, 27.
არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 11, 12, 19, 20.


imageთვის განმავლობაში მოიმატებს თქვენი
აქტიურობა, გამბედაობა და სიმტკიცე. ბევრ რამეს უფრო სწრაფად გააკეთებთ, რითაც
გარშემომყოფების გაოცებას გამოიწვევთ. ეს პერიოდი გამოიყენეთ შემეცნებითი
საქმიანობისთვის, საკუთარი ენერგია სწორად მიმართეთ. მეტად დაკავდით სპორტით,
განსაკუთრებით ფიგურის კორექციისთვის. თვის პირველ ნახევარში ადვილად მიაღწევთ საკუთარ მიზნებს, რადგან შეიქმნება ხელსაყრელი გარემოება. თვის მეორე ნახევარში
მოსალოდნელია სასიცოცხლო ორიენტირების გადახედვა.


ხელსაყრელი დღეები:1, 2, 9, 10, 19, 20, 28, 29
არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 14, 15, 21, 22.


imageთვის პირველ ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო მოგზაურობა და უცხოელებთან ურთიერთობა. მოიმატებს საკურორტო რომანების ალბათობა, ხელსაყრელი პერიოდია აქტიური დასვენებისთვის. მოგზაურობისთვის უპირატესობა უცხოეთს მიანიჭეთ. თვის მეორე ნახევარში კარგად ჩაივლის შეხვედრა თანაკურსელებთან. გარემოება ხელახლა დაგაახლოვებთ, შესაძლოა ურთიერთობის განახლებაც. ხშირად დაგჭირდებათ მივიწყებული ცოდნის გახსენება. გაიმეორეთ განვლილი მასალა. ამგვარად მნიშვნელოვნად გააფართოვებთ მსოფლმხედველობას.


ხელსაყრელი დღეები:3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31.
არახელსაყრელი დღეები: 9, 10, 16, 17, 24, 25.


image


პლანეტათა განლაგება თვის განმავლობაში ხელს შეუწყობს ინტენსიურ ურთიერთობას მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. გაგიჩნდებათ მეტოქეობის გრძნობა, რომელიც გააღრმავებს ურთიერთობას და მისი განვითარებისკენ სწრაფვას. თვის განმავლობაში აქტიურად გამოავლენთ თავს გარშემომყოფების საზოგადოებაში, რომლებიც
იზიარებენ თქვენ ცხოვრებისეულ მოსაზრებას. დაიცავთ იმ ჯგუფის ან კოლექტივის ინტერესებს, რომელთა ნაწილიც თავად ხართ. თვის პირველ ნახევარში ჰარმონიული გახდება ინტიმური ურთიერთობა, გაძლიერდება მგრძნობიარობა. თვის მეორე ნახევარში თავს შეგახსენებთ ძველი ეროტიკული ფანტაზიები, შეძლებთ მათ რეალობაში განხორციელებას.


ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 24, 25.
არახელსაყრელი დღეები: 11, 12, 19, 20, 26, 27.


image

თვის განმავლობაში მიზნებს მიაღწევთ გამბედაობის, პირდაპირობის და სიმტკიცის მეშვეობით. ნუ შეუშინდებით საკუთარი გეგმების შესახებ თამამ განცხადებას. თქვენი მოტივაციის
სიცხადე სასარგებლო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. თვის
პირველ ნახევარში ჰარმონიული გახდება პირადული ურთიერთობა, გაიზრდება ნდობა
საყვარელი ადამიანის მიმართ. ხელსაყრელი დროა ახალი რომანის დაწყებისთვის. თვის მეორე ნახევარში გაარკვიეთ ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულთან. რადგან მოსალოდნელია
ძველი გრძნობების განახლება, თუმცა კავშირების განახლებას ნუ იჩქარებთ, რადგან ეს მოვლენა დროებითი იქნება.


ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 26, 27.
არახელსაყრელი დღეები:, 2, 14, 15, 21, 22, 28, 29.

imageპლანეტათა განლაგება ხელს შეუწყობს მსოფლმხედველობის გაფართოებას, ახალი ცოდნის მიღებას, ექსპერიმენტის ჩატარებას. დაინტერესდებით ფილოსოფიით, რელიგიით ან სხვა ქვეყნის ტრადიციებით. კარგი დროა სწავლის და უცნობ ადგილებში მოგზაურობისთვის. თვის პირველ ნახევარში გელოდებათ წარმატება კარიერაში, ახალი სამსახურის ძიებაში. თვის მეორე ნახევარში კი შეჩერდება კარიერული წინსვლა,
განსაკუთრებით დაუსრულებელი პროექტების არსებობისას, რომლებიც თავს ხშირად შეგახსენებთ.


ხელსაყრელი დღეები:1, 2, 9, 10, 19, 20, 28, 29.
არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 16, 17, 24, 25, 30, 31.


imageთვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია სერიოზული ჩანაფიქრების რეალიზებისთვის, ცვლილებების დრო დადგა. გამბედაობა და შეუქცევადი ცვლილებებისთვის მზადყოფნა დაგეხმარებათ თამამი საქციელის ჩადენაში. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახალი რომანის
დაწყება, ბავშვებთან ურთიერთობის მოგვარება ან შემოქმედებითი საქმიანობა როგორც
განმარტოებით, ასევე საყვარელი ადამიანის კომპანიაში. თვის მეორე ნახევარში დაუბრუნდებით ძველ გატაცებას, როგორც შემოქმედებითს, ასევე რომანტიკულს.


ხელსაყრელი დღეები:3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31.
არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 19, 20, 26, 27.


image

თვის განმავლობაში გაიზრდება აქტიურობა რომანტიკულ და საქმიან ურთიერთობებში. პირადულ ცხოვრებაში მეტი დინამიკა და ვნება გაჩნდება, თუმცა მოსალოდნელია ძალაუფლებისთვის ბრძოლა
წყვილებში. გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანისთვის რაიმეს დათმობა. შეძლებთ
ურთიერთობის პრობლემების ღიად განხილვას, თუმცა მოერიდეთ აგრესიულობას და ჟინიანობას. საქმიან პარტნიორობაშიც მოსალოდნელია ბევრი კამათი, თუმცა ურთიერთობა გამჭვირვალე დარჩება. არ მოითმენთ ინტრიგას საქმიანი პარტნიორების მხრიდან და დაუყონებლივ გაარკვევთ საქმის ვითარებას. თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება
სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. მეორე ნახევარში მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.


ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 24, 25.
არახელსაყრელი დღეები:1, 2, 7, 8, 21, 22, 28, 29.














0
903
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0