x
image
Guns N Roses
კასილასის მორიგი რეკორდი

image''კოპენჰაგენის'' დამარცხების შემდეგ, კასილასს ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ეს რეკორდი რაულ გონსალესს ეკუთვნოდა, რომელიც 74 გამარჯვებული მატჩით ლიდერობდა. 8 თვიანი შესვენების შემდგომ, იკერი მწვანე მინდორს დაუბრუნდა. მას ჩემპიონთა ლიგაზე 75 გამაჯრვება დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია. გთავაზობთ სამეფო კლუბის იმ ფეხბურთელთა სიას, ვისაც ამ ტურნირზე ყველაზე მეტი გამარჯვება აქვთ.
1. კასილასი - 75
2.რაული - 74
3. კარლოსი - 62
4. გუტი - 56
5. გენტო - 56


გთავაზობთ კასილასის მატჩისშემდგომ კომენტარს.

''დიდხანს მომიწია უქმობა. სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება გასაოცარია. ბოლო პერიოდში ჩემს გარშემო ბევრი რამ შეიცვალა. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ვიზეიმეთ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
როცა ამდენი ხანი უთამაშებელი ხარ ბევრი რამ გიტრიალებს თავში, თუმცა ჩემი ოცნებაა ''რეალში'' ყოფნა, სანამ სხეული მომცემს ამის საშუალებას. ახლა ყველაზე მთავარია ვარჯიშის გაგრძელება, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. შენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს პატივი უნდა სცე და ყველაფერი გააკეთო მათი აზრის შესაცვლელად. ისინი გუნდის ნაწილი არიან, ამიტომაც ერთად გვიწევს ტიტულებისთვის ბრძოლა. ''

''მან ბრწყინვალედ ითამაშა. ბოლო წუთებზე რამდჯერე გადაარჩინა გუნდი. იკერი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მისი პროფესიონალიზმი და მონდომება სამაგალითოა ნებისმიერი ადამიანისთვის.'' - განაცხადა ანჩელოტიმ


2
22
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
22
  
2013, 4 ოქტომბერი, 14:45
ჰალა ჰალა :D
2013, 4 ოქტომბერი, 14:42
ჩემი ლეგენდა ბიჭი.....საუკეთესო ადამიანი და მეკარე...ჰალა მადრიდ
0 1 2