x
image
ბესო დანელია
ფრანგული პური

ფრანგული პური

საფრანგეთში პურის გამოცხობაც კი ხელოვნებად აქციეს. უხეშად დაფქული ნაცრისფერი ფვქილისგან ამზადებენ სოფლის პურს, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება ფრანგული ყველეული. ამ პურს უმატებენ სხავდასხვანაირ სუნელ-სანელებლებს ისე, რომ პურის ცხობა პარფიუმერიის წარმოებას გაგახსენებთ. ბაგეტი გრძელი ფრანგული პურის ბატონია, მას ამზადებენ ხორბლის ფქვილისაგან, ბაგეტი იმდენად ფორებიანი და დრეკადია, რომ თუ მუჭში უმოწყალოდ მოიმწყვდევთ და მერე ხელს გაუშვებთ, რამდენიმე წამში პირვანდელ ფორმას აღიდგენს. ნამდვილი ფრანგი მეფუნთუშე აუცილებლად აცხობს კრუასანებს. კრუასანები ჰაეროვანი, ფენოვანი ფუნთუშებია ქიშმიშით ან კოჭათი. ნამდვილი კრუასანი პირში დნება და შედარებაც არ შეიძლება იმ კრუასანებთან, რომლებიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება. ფენოვანი ღვეზელები ვაშლით და ფუნთუშებში მოხარშული კრემით სულაც არაა ფრანგი კონდიტერების ზღვარი, სუფლე, ეკლერები, ბეზე, ზეფირი, ათქვეფილი კრემები და ჰაეროვანი ტორტები - ყველაფერ ამას მეფის მზარეულების ხელოვნებას უნდა ვუმადლოდეთ.

1
315
9-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
315
  
2014, 31 ივლისი, 11:32
საქართველოში და კერძოდ თბილსში ნამდვილი ბაგეტის ყიდვა ,მე მხოლოდ ერთერთ საკონდიტროში წავაწყდი,აბაშიძეზე Le Gateau ლე გატო-ში ,სხვაგან არ შემხვედრია,მსგავსი მსგავსება ორიგინალთან,
ისეთ როგორიც უნდა ოყის!!
0 1 1