ფეხბურთი
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებმა სოხუმში ითამაშეს
2013, 26 სექტემბერი, 16:25
23 სექტემბერს, სოხუმში ამხანაგური მატჩი შედგა თვითგამოცხადებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
tdinform.com-ის ინფორმაციით, ხსნებული თამაში, 1992-1993 წლებში საქართველო-აფხაზეთის ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 20 წლისთავს მიეძღვნა.
თამაში სოხუმის “რესპუბლიკურ სტადიონზე” ჩატარდა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის გეორგი კოკოევის განცხადებით, ამ მატჩის გარდა, სოხუმში ტურნირიც მიმდინარეობს მინი-ფეხბურთში ინვალიდ-ამპუტანტებს შორის. მასში აფხაზეთის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge