x
რას იპოვით დიდი ხნის დაულაგებელ ტრილიაჟის უჯრაში
girl stuff

როცა გგონიათ, რომ თქვენი ტრილიაჟის უჯრის ქაოსი თქვენთვის საკუთარი ხელის ხუთი თითივით ნაცნობია და მასში ნებისმიერ დროს მიაგნებთ იმ ნივთს, რომელიც გჭირდებათ, ერთხელაც მიხვდებით, რომ უკვე გაგიძნელდათ ნივთების პოვნა და უჯრა უნდა დაალაგოთ.
რა შეიძლება იპოვოთ უჯრაში?

პირველ რიგში ხურდა ფული, რომელიც მინიმუმ ლიფტით მაინც გამგზავრებთ.

ჯიბის ფანარი, რომელიც არადროს არ გქონიათ თან, მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ.

ჩამხმარი ფრჩხილის ლაქი.


თითქმის დაცლილი სუნამოს ბოთლი, რომლის გადაგდებაც დაგენანათ.

ცალი საყურე, რომელსაც თვეების მანძილზე დაკარგულად თვლიდით (მისი ნახვა ძლიერ გაგახარებთ).

ყურსასმენი, რომელსაც აღარ იყენებ.

გაწყვეტილი ყელსაბამის მძივები.

ყურის საწმენდი ჩხირების კოლოფი.

ტუჩის საცხი, რომელიც მოგბეზრდა (ასე 2-3 ცალი).

ბამბის ნაკუწი.

გახუნებული ავტობუსის ბილეთი.

ჯიპისის რომელიღაცა გათამაშების ბილეთი.

ფანქრის სათლელი, რომ გეგონა ვეღარ იპოვიდი და უკვე ახალი რომ გაქვს ნაყიდი.

ლურსმანი (აი აქ ხვდები რამდენად შორს ხარ წასული).

20 თეთრიანი მომენტის წებო.

მარაო, რომელმაც მთელი ზაფხული უჯრაში გაატარა...

ნოლი ნომერი სათვალე, კომპთან მუშაობისთვის რომ იყიდე და თითქმის არ გკეთებია.

რომელიმე წამლის ინსტრუქცია.

ფურცელი, რომელზეც წერია ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ აწერია სახელი.

გარდა ამ ჩამონათვალისა, რა თქმა უნდა კიდევ უამრავი რამეა, რაც ისედაც არის ხოლმე ყველა გოგოს უჯრაში...










0
93
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:catrin
catrin
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0