x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
რონალდო სტუმრად ბერნაბეუზე

imageადრიდის რეალის ფეხბურთელებმა დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარეს ელჩესთან თამაშის წინ. ეს დღე მათთვის სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან სტუმრად ყოფილი მადრიდელი და დიდი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდუ ყავდათ. ყველა მადრიდისტასთვის კარგად გასახსენებელი პერიოდია ის დრო როცა რონი 9ნომრიანი თეთრი მაისურით მადრიდულ ღირსებას იცავდა. მან "რეალის" რიგებში, 2 ლა ლიგა, 1 საერთაშორისო თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.ის გაესაუბრა ბერნაბეუზე მყოფ ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას და განსაკუთრებულად კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:"კრიშტიანუ ძალიან კარგი მოთამაშეა.ყველას სიამოვნებს მისი თამაშის ყურება.მან მიაღწია იმას, რომ გამართლებული გახადა მისი ესპანეთში გადმოსვლა. ბევრი გოლი გაიტანა მანჩესტერის რიგებში, თუმცა აქ უფრო მეტი, ის სრულყოფილი ფეხბურთელი და ნამდვილი მეგოლეა".

რონალდომ ისაუბრა იმ პერიოდზეც, რომელიც მადრიდში გაატარა: "მე ხუთი წელი ვცხოვრობდი ესპანეთის დედაქალაქში და ყოველთვის სიამოვნებით ვბრუნდები აქ.მადრიდში სახლი ეხლაც მაქვს.ახლა, გუნდში ძირითადად ახალგაზრდები ირიცხებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გვერდითაც მიწევდა ბურთის გორაობა.მაგ: კასილიასი, რამოსი და ზიდანი.ძალიან მენატრებოდა აქაურობა და ამიტომაც სტუმრიბა გადავწყვიტე."


ისაუბრა კარლო ანჩელოტზეც: "გუნდი ძალიან მომწონს და კარლოს გავლენა იგრძნობა.ის დიდი მწვრთნელი და ფეხბურთელებისთვის ნამდვილი მეგობარია".

imageimageimage


2
32
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
32
  
2013, 24 სექტემბერი, 21:01
რონალდო როგორ მომენატრა, ყველა ბრაზილიელი ზალიან მიყვარს
2013, 24 სექტემბერი, 19:27
ფენომენო!!
0 1 2