x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
შოკოლადის ტარტი - მარტივი ნამცხვარი, რომელიც ნამდვილად შეგიყვარდებათ
ტარტი - ჩემი აზრით საუკეთესო რამ, რაც მსოფლიო კულინარიას საფრანგეთმა აჩუქა. ტარტის ათასგვარი ვარიაცია არსებობს, საერთოა მხოლოდ ცომი, რომელზეც ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხილიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული.

image

ამჯერად წარმოგიდგენთ უგემრიელესი შოკოლადის ტარტის რეცეპტს. ზოგადად შოკოლადის ტარტის ორი სახეობა არსებობს: პირველის შიგთავსს გამოცხობა სჭირდება, მეორესას - არა.


image



პირადად მე პირველი მირჩევნია და საკმაოდ წარმატებულადაც ვაკეთებ, რის გამოც გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემებული, ქართულ რეალობაზე მორგებული რეცეპტი.


მაშ ასე, პირველ რიგში ვამზადებთ ფხვიერ ცომს, რომელიც საერთოა ყველანაირი ტარტისთვის. 26 სმ. დიამეტრიანი მრგვალი ფორმის შესავსებად დაგვჭირდება შემდეგი რაოდენობის ინგრედიენტები:


150 გ. კუბიკებად დაჭრილი კარაქი (ან მარგარინი), ოთახის ტემპერატურის,

100 გ. შაქარი,

1 კვერცხის გული,

2 ს.კ. წყალი

ვანილი

ფქვილი დაახლოებით 250 - 300 გ. (შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ).


imageimage









ყველაფერს ავურევთ. როგორც კი ერთგვაროვან ცომს მივიღებთ, ჩავდებთ ცელოფანში და გავაჩერებთ მაცივარში 30 წუთით.


image




შემდეგ, ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ მრგვალ ყალიბში ამოვაფენთ დაახლოებით 0, 5 მმ-ის სისქეზე (თუ უფრო სქელი მოგწონთ, თქვენი ნებაა).




ამის შემდეგ, გადავდივართ გულსართზე, რომლისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:



400 გ. შავი შოკოლადი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური გასალღობი შოკოლადის მასა ან "ღილაკები"),

400 გ. არაჟანი (25%-იანი),

4 კვერცხი

150 გ. შაქარი


შოკოლადს გავალღობთ ორთქლის აბაზანაზე. ცალკე, კვერცხის გულებითა და შაქრით გავაკეთებთ გოგლი-მოგლს, შევურევთ არაჟანს, გამლღვალ შოკოლადს და ათქვეფილ ცილებს.


imageდავასხამთ მიღებულ მასას ტარტის ცომზე და შევდებთ გამოსაცხობად 160 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთით. როგორც კი ცომი მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას, ხოლო შიგთავსი ოდნავ გამაგრდება, გამოვრთავთ ღუმელს, გავაღებთ კარს და ამ მდგომარეობაში დავტოვებთ სრულ გაგრილებამდე.



image





გაითვალისწინეთ! ტარტის მირთმევა მეორე დღეს უმჯობესია!






გემრიელად მიირთვით...








1
2994
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2994
  
2013, 18 სექტემბერი, 16:32
უკვე მომწონს
0 1 1