x
image
natia.a
საკვებისგან შექმნილი ეროვნული დროშები
სიდნეში გამართულ სურსათის საერთაშორისო ფესტივალზე სარეკლამო სააგენტო WHYBIN\TBWA-ს მიერ წარმოდგენილ იქნა საინტერესო სერია, რომელშიც შედიოდა საკვები პროდუქტებისგან შექმნილი სხვადასხვა ქვეყნების დროშები. დროშების საფუძვლად აღებულ პროდუქტები არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის დროშის ფერს შეესაბამება, არამედ მის გასტრონომულ თავისებურებასაც წარმოადგენს.


ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ნამუშვრები.


იტალია: რეჰანი, მაკარონი, პომიდორი.

image



ბრაზილია: სალათის ფოთლები, ლაიმი, ანანასი, ხილი.

image



ინდოეთი: კარი, ბრინჯი, პაპადამი (ინდური პურის ნაირსახეობა).


image




იაპონია: თინუსი, ბრინჯი.

image


საბერძნეთი: ზეთისხილი, ყველი ფეტა.

image



ლიბანი: ლავაში, სალათი ფატუში.

image



ავსტრალია: ხორცის ღვეზელი, სოუსი.

image


სამხრეთ კორეა: კიმპაბი, სოუსი.

image


დიდი ბრიტანეთი: სკონი (ინგლისური პური), ნაღები, ჯემი.


image

საფრანგეთი: ობიანი ყველი, ბრი (ყველი), ყურძენი.

image


ჩინეთი: პიტაია (ანუ დრაკონის ხილი), კარამბოლა (ანუ ხილი-ვარსკვლავი).

image

აშშ: ჰოთ-დოგი, კეტჩუპი, მდოგვი ან ყველი.

image

ინდონეზია: სანელებლები, ბრინჯი, სამბალი (სოუსი).

image

თურქეთი: ლუქუმი.

image

ესპანეთი: ღორის ხორცის ძეხვი, ბრინჯი.

image

ტაილანდი: ტკბილი ჩილის სიუსი, გახეხილი ქოქოსი, ცისფერი კიბორჩხალა.

image

შვეიცარია: ლორი, ემენტალი (ყველი).

image




8
158
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
158
  
2013, 16 სექტემბერი, 18:07
კიი, მეც მიყვარს:))
2013, 16 სექტემბერი, 18:05
ტორტზე იოლია გაკეთება, მაგრამ საჭმელით ვერ მოვიფიქრე. წითელი ტყემალი კი, მაგრამ ფონი? ხინკალი უსწორმასწორო იქნება, ღომი ჯობია. თან ბევრს უყვასრ ღომი და ტყემალი ერთად:)
2013, 16 სექტემბერი, 18:00
მაგალითად თეთრი ფონი ხინკლებით და წითელი ტყემლის საწებლის ჯვარი:)) ან რამე ასეთი...
2013, 16 სექტემბერი, 17:35
ორიგინალურია. კორეის დროშა მომეწონა ყველაზე ძალიან. ქართველებმაც გავაკეთოთ ეგეთი. :)
2013, 16 სექტემბერი, 16:17
ამ ზეთისხილსაც რაღაც მოიისფრო ფერი აქვს და ჩავუთვალოთ ამჯერად:)))
2013, 16 სექტემბერი, 16:13
მადლობა:)
2013, 16 სექტემბერი, 14:52
საბერძნეთის დროშის ფერები ლურჯი და თეთრი არაა?კარგი სტატიაა:)
2013, 16 სექტემბერი, 14:51
რა კარგი სტატია იყო და განსხვავებული
0 1 8