x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს ნესქვიქმა მოულოცა


imageახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სკოლაში პირველად მიდის. ნესქვიქი შეეცადა ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად ექცია და გამოუვიდა კიდეც. 14 სექტემბერს თბილისი მოლში საღამო ბავშვებს მიეძღვნა. სპეციალურად ნესქვიქის ღონისძიებისთვის შეირჩა ადგილი, სადაც საბავშვო-გასართობი შოუ მოეწყო. ღონისძიება ყველასთვის საყვარელმა საბავშვო ტელეწამყვანმა ბაბილინამ გახსნა, რომელმაც ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ათიანებზე სწავლა უსურვა. ამის შემდეგ სცენა ილუზიონისტმა დაიკავა. მან სხვადასხვა ტრიუკებით გაამხიარულა და გააოცა ბავშვები; ააცეკვა, აამღერა და რამდენიმე ბავშვი თავისი შოუს მონაწილედაც კი აქცია. ბავშვების გაოცება ჯამბაზებმა გააგრძელეს, უამრავი სასაცილო და საინტერესო ნომრის შემდეგ გაწვრთნილი ძაღლების გასაოცარი შოუც დადგეს. ღონისძიება მხოლოდ სანახაობრივი არ ყოფილა; ნესქვიქმა ვიქტორინაც კი გაათამაშა და იმ ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ნესქვიქ რძესთან ერთად უნდა დალიონ, რადგან ის შეიცავს კალციუმს, რკინას და სხვა ისეთ ვიტამინს, რომელიც სასარგებლოა ზრდისა და განვითარებისათვის. მართალია ვიქტორინას და კონკურსებს მხოლოდ რამდენიმე გამარჯვებული ჰყავდა, მაგრამ ნესქვიქს უსაჩუქროდ არავინ დაუტოვებია. პრომო გოგოები და ქვიქები ყველა ბავშვს ასაჩუქრებდნენ თავიანთი პროდუქციით, სასკოლო ნივთებითა და უგემრიელესი სასმელის მოსამზადებელი ინსტრუქციით.
ღონისძიებაში მონაწილეობა ბასტი-ბუბუს სტუდიის ბავშვებმაც მიიღეს. მათ შეასრულეს საბავშვო მხიარული სიმღერები და კიდევ უფრო დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს საღამო. ნესქვიქის ღონისძიება რომ მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა, ამას როგორც
ბავშვები, ასევე მათი მშობლებიც აღნიშნავდნენ.
ზაფხულის არდადეგები დამთავრდა. ახლა ყველა ბავშვს შეუძლია ახალი სასწავლო წლის ყოველი დილა ერთი ჭიქა ნესქვიქით
დაიწყოს, რადგან ნესქვიქი სასარგებლოა ზრდისა და განვითარებისთვის.



0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელაუგრეხელიძე
ლელაუგრეხელიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0